|
27-11-2010, 00:20
29 ნოემბერს, 10:00 საათზე, სასტუმრო "ქორთიარდ მარიოტში" გაიხსნება კონფერენცია თემაზე "საქართველოში ანალოგური ტელერადიომაუწყებლობიდან ციფრულ ტელერადიომაუწყებლობაზე გადასვლის აქტუალური საკითხები~.
კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობას მიიღებენ ევროპის ქვეყნების წამყვანი ექსპერტები, საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ორგანოების, ასევე სამაუწყებლო კომპანიების წარმომადგენლები.
კონფერენციის ორგანიზატორია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო და ევროპის კომისიის ტექნიკური დახმარებისა და ინფორმაციის გაცვლის პროექტი (TAIEX). ghn |
|