საქართველოში "ინტელის" ლიცენზიის მქონე ქარხანა გაიხსნება » News.GTU.ge



«    ნოემბერი 2024    »
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
დაგვიკავშირდით

საქართველოში "ინტელის" ლიცენზიის მქონე ქარხანა გაიხსნება ტექნოლოგიები
12-02-2011, 00:57
მალე საქართველოში პირველი ქართული კომპიუტერული წარმოება ამუშავდება და კომპიუტერული გიგანტის, "ინტელის" ლიცენზიის მქონე ქართული ქარხანა გაიხსნება. ეს განცხადება საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა პარლამენტში ყოველწლიური საანგარიშო მოხსენებით გამოსვლისას გააკეთა.

"ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური წარმატების ერთ-ერთი კომპონენტი უნდა იყოს მაღალტექნოლოგიური წარმოების განვითარება. ამას ალტერნატივა არ აქვს. მომავალი 6 წლის განმავლობაში საქართველო უნდა ვაქციოთ ახალი ტექნოლოგიების ახალი წარმოების რეგიონალურ ცენტრად. სულ მალე საქართველოში ამუშავდება პირველი ქართული კომპიუტერული წარმოება. ახალ ქართულ კომპიუტერულ ქარხანას ექნება მსოფლიო კომპიუტერული გიგანტის "ინტელის" ლიცენზია და ქართული ბრენდის ქვეშ "დამზადებულია საქართველოში" განახორციელებს მაღალტექნოლოგიური კომპიუტერული ნაწარმის გამოშვებას - დაწყებული პერსონალური კომპიუტერებიდან, დამთავრებული ლეპტოპებითა და ნეტბუკებით", _ აცხადებს საქართველოს პრეზიდენტი.

მისი თქმით, ქარხანაში იმუშავებენ ქართველი სპეციალისტები. საქართველო იქნება ევროპაში მესამე ქვეყანა, სადაც "ინტელის" ქარხანა გაიხსნება.

"ჩვენ გვყავს ძალიან ძლიერი პროგრამისტები, რომლებსაც მსოფლიო სტანდარტების კომპიუტერული პროგრამების უზრუნველყოფის წარმოება შეუძლიათ. მალე ჩვენი ბავშვები მსოფლიოს ახალ ბილ გეიტსებად და სტივ ჯობსებად შეიძლება იქცნენ", _ განაცხადა სააკაშვილმა.
ghn
 
 

ასევე:

  • პირველად ამიერკავკასიაში ახალი კომპიუტერული ქარხანა გაიხსნა
  • 2015 წლამდე საქართველოში ექსპლუატაციაში 17 ახალი ჰესი შევა
  • საქართველოში ნავთობგადამამუშავებელი საწარმო აშენდება
  • საქართველოში ყველა სკოლა შვედეთისა და ჰოლანდიის სკოლების სტანდარტების შესაბამისი იქნება
  • განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ახალი მინისტრი ჰყავს






  • 

    Wi-Fi
    UMTS
    WiMAX
    CDMA
    EDGE
    Cellular 3,5G
    HSPA
    Mobile WiMAX - 4G
    GSM
    GPRS



      ყველა უფლება დაცულია © Copyright 2009.
    GTU | ელ.ფოსტა: gtunews@gtu.ge