2015 წლამდე საქართველოში ექსპლუატაციაში 17 ახალი ჰესი შევა » News.GTU.ge



«    ნოემბერი 2024    »
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
დაგვიკავშირდით

2015 წლამდე საქართველოში ექსპლუატაციაში 17 ახალი ჰესი შევა სიახლე
12-02-2011, 00:56
2015 წლამდე საქართველოში ექსპლუატაციაში 17 ახალი ჰესი შევა. როგორც საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას განაცხადა, საერთო ჯამში ისინი 717 მეგავატი ელექტროენერგიის წარმოებას შეძლებენ.

მისი განმარტებით, ამ დროისთვის ასევე მშენებლობის პროცესში იქნება კიდევ 13 ჰესი, რომელთა საერთო სიმძლავრე 1007 მეგავატით განისაზღვრება.

"ამით ელექტროენერგიის წარმოების დღევანდელი პოტენციალი თითქმის გაურმაგდება. ეს არის მილიარდობით დოლარი ჩვენი ენერგეტიკის განმტკიცებისთვის და ჩვენი ხალხის დასაქმებისთვის რამდენიმე ასეული ადგილი სხვადახვა რეგიონში, სადაც ეს ჰესები შენდება", - განმარტა სააკაშვილმა.

ქვეყნის პირველი პირის მტკიცებით, მთავრობა ენერგეტიკის სფეროს არა მხოლოდ ელექტროენერგიის საწარმოებად გამოიყენებს, არამედ ათიათასობით სამუშაო ადგილის გენერირების წყაროდაც.

"რამდენიმე წლის წინ ჩვენ დავდექით ენერგეტიკული დამოკიდებულობის საფრთხის წინაშე, მაშინ ჩვენ პრიორიტეტად დავსახეთ ელექტროდამოუკიდებლობის მოპოვება და ეს პორიორიტეტი შევასრულეთ", - დასძინა საქართველოს პრეზიდენტმა.
ghn
 
 

ასევე:

  • საქართველოში ნავთობგადამამუშავებელი საწარმო აშენდება
  • საქართველოში "ინტელის" ლიცენზიის მქონე ქარხანა გაიხსნება
  • საქართველოს ყველა ქალაქს საერთაშორისო სტანდარტის გზა დააკავშირებს
  • საქართველოში ყველა სკოლა შვედეთისა და ჰოლანდიის სკოლების სტანდარტების შესაბამისი იქნება
  • ენერგეტიკის სამინისტრომ სამწლიანი მუშაობის ანგარიში ტექნიკურ უნივერსიტეტში წარადგინა






  • 

    Wi-Fi
    UMTS
    WiMAX
    CDMA
    EDGE
    Cellular 3,5G
    HSPA
    Mobile WiMAX - 4G
    GSM
    GPRS



      ყველა უფლება დაცულია © Copyright 2009.
    GTU | ელ.ფოსტა: gtunews@gtu.ge