|
12-02-2011, 00:58
საქართველოში ნავთობგადამამუშავებელი საწარმო აშენდება - ამის შესახებს საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას განაცხადა.
"ახლა ჩვენ წინაშეE არის ახალი პრიორიტეტი. საქართველოში დღემდე არ ხდება ნავთობის გადამუშავება და ჩვენი ეკონომიკა მთლიანად იმპორტირებული ნავთობპროდუქტებით საზრდოობს, რაც ნეგატიურ გავლენას ახდენს ფასებზე და ზოგადად ენერგოუსაფრთხოებაზე. ამიტომ ვიწყებთ ნავთობგადამამუშავებული საწარმოს მშენებლობას, ჩვენს პარტნიორებთან ერთად. 2015 წლისთვის საქართველოში წარმოებული საწვავი მთლიანად დააკმაყოფილებს ჩვენი ქვეყნის მოთხოვნილებას. ამ დიდი პროექტის განსახორციელებლად უკვე ვმუშაობთ ჩვენს უცხოელ კოლეგებთან", - განაცხადა პრეზიდენტმა. |
|