|
12-02-2011, 16:58
2015 წლისთვის საქართველოს ყველა ქალაქს საერთაშორისო სტანდარტის გზა დააკავშირებს. ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა პარლამენტში ყოველწლიური ანგარიშით გამოსვლისას განაცხადა.
"ჩვენი ინფრასტრუქტურის განვითარების გეგმის მიხედვით, 2015 წლისთვის საქართველოს ყველა ქალაქს დააკავშირებს საერთაშორისო სტანდარტის გზა და აღარ იქნება არც ერთი ცუდი გზა არსად. თბილისი-ბათუმის გზის რეაბილიტაცია და მგზავრობის ხანგრძლივობა შემცირდება 3 საათიდან 2.5 საათამდე. პირველი ეტაპი მთავრდება 2012 წელს. შემდეგ გვირაბია გასაკეთებელი. მეორე ეტაპი 2014 წელს დასრულდება. დასრულდება თბილისის შემოვლითი რკინიგზის მშენებლობაც, ასევე ევროპასთან დამაკავშირებელი რკინიგზის ბაქო-თბილისი-ყარსის გზის მშენებლობა, საქართველოზე გავა ტვირთები და ადამიანები გადაადგილდებიან პეკინიდან ლონდონამდე", - განაცხადა პრეზიდენტმა. ghn |
|