პრეზიდენტმა სამშენებლო კომპანიებს მესტიით დაინტერესება ურჩია » News.GTU.ge



«    ნოემბერი 2024    »
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
დაგვიკავშირდით

პრეზიდენტმა სამშენებლო კომპანიებს მესტიით დაინტერესება ურჩია სიახლე
18-01-2010, 23:48
/GHN/ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ბაკურიანში, სვანეთისა და ანაკლიის კურორტების დაგეგმარების პრეზენტაციაზე, მთავრობას 4 დავალება მისცა. მისი თქმით, წლის ბოლომდე მესტიაში უნდა დასრულდეს საბაგირო გზის მშენებლობა და წელსვე უნდა დაიწყოს მეორე საბაგირო გზის მშენებლობა.
"მთავრობას ვაძლევ 4 დავალებას _ ესაა საბაგირო, საციგურაო მოედანი, სათხილამურო ტრასა, და სასტუმროები მესტიაში. ეს დავალებები წლის ბოლომდე უნდა იყოს რეალიზებული", _ განაცხადა სააკაშვილმა.
პრეზიდენტმა მოუწოდა სამშენებლო კომპანიებს, დაინტერესდნენ სასტუმროს მშენებლობით მესტიაში.
Aმას გარდა, საქართველოს პრეზიდენტი სამთო-სათხილამურო ტურიზმის განვითარებიდან ყოველწლიურად 5 მლნ დოლარის შემოსავალს ელოდება.
პრეზიდენტის განმარტებით, ყოველწლიურად უცხოელი ტურტისტებიდან შემოსული შემოსავალი შესაძლოა 5 მლნ დოლარამდე გაიზარდოს.
"ეს არის დამატებითი თანხა ქართულ ეკონომიკაში. მესტიაში 50 მლნ დლარის ინვესტიციის მოზიდვას ვაპირებთ, 50 მლნ-ის ინვესტირებას ველოდებით ანაკლიაშიც. მესტია უნდა გავაკეთოთ 100-ჯერ უკეთესად, ვიდრე სიღნაღი", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
სააკაშვილმა სიღნაღში ტურისტული ინფრასტრუქტურის მშენებლობაზე ზედამხედველიობა მთავრობას დაავალა.
ბაკურიანში სვანეთის, როგორც სამთო-სათხილამურო კურორტისა და ანაკლიის, როგორც საზღვაო კურორტის, დაგეგმარების პრეზენტაცია გაიმართა. პრეზენტაციას ესწრებოდნენ საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრი, მთავრობის სხვა წევრები, ტურიზმის სფეროს, ბიზნესსექტორის, დონორი ორგანიზაციების და მედიის წარმომადგენლები.
ღონისძიება ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ორგანიზებით გაიმართა.
 
 

ასევე:

  • ყუმისთავის მღვიმეს პრომეთეს მღვიმე ეწოდება
  • აეროპორტში სენსორული მონიტორების პრეზენტაცია გაიმართება
  • განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ახალი მინისტრი ჰყავს
  • სიღნაღში გაიმართება პრესკონფერენცია თემაზე "ტურიზმი საქართველოში"
  • არაქართულენოვან სკოლებში საგნების 30 პროცენტი ქართულად უნდა ისწავლებოდეს






  • 

    Wi-Fi
    UMTS
    WiMAX
    CDMA
    EDGE
    Cellular 3,5G
    HSPA
    Mobile WiMAX - 4G
    GSM
    GPRS



      ყველა უფლება დაცულია © Copyright 2009.
    GTU | ელ.ფოსტა: gtunews@gtu.ge