|
24-05-2010, 23:07
ყუმისთავის მღვიმეს ამიერიდან პრომეთეს მღვიმე ეწოდება. ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა. სააკაშვილმა იმერეთში ჩასვლისას მღვიმეებიც დაათვალიერა.
პრეზიდენტის განცხადებით, აღნიშნული მღვიმე მან საპრეზიდენტო კამპანიის დროს აღმოაჩინა.
"ეს მღვიმე მიტოვებული და განადგურებული იყო. თუმცა უფრო მაგარია, ვიდრე სხვა მღვიმეები საქართველოში, ევროპაში მსგავსი რამ ერთ-ორ ადგილზეა", - განაცხადა პრეზიდენტმა.
მისი თქმით, ეს მსოფლიოს ტურისტული საგანძურია, რომელიც ქუთაისს აქვს.
"ქუთაისი მარტო ინდუსტრიის ქალაქი და ადმინისტრაციული ცენტრი კი არ უნდა იყოს, მას აქვს ასევე უდიდესი ტურისტული პოტენციალი", - განაცხადა პრეზიდენტმა. ghn.ge |
|