ბაგრატის ტაძრის აღდგენისთვის 2 მლნ ლარი გამოიყოფა » News.GTU.ge



«    ნოემბერი 2024    »
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
დაგვიკავშირდით

ბაგრატის ტაძრის აღდგენისთვის 2 მლნ ლარი გამოიყოფა სიახლე
24-05-2010, 23:13
ბაგრატის ტაძრის აღდგენისთვის 2 მლნ ლარი უახლოეს პერიოდში გამოიყოფა. ამის შესახებ საქართველოს პრეზიდეტმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა.

ქუთაისში ვიზიტის ფარგლებში, მიხეილ სააკაშვილი დღეს ბაგრატის ტაძარს ეწვია და იქ მიმდინარე და დაგეგმილ სამუშაოს, ტაძრის მაკეტის მაგალითზე გაეცნო.

პრეზიდენტის განცხადებით, არის საზოგადოების ნაწილი, რომელიც მომხრეა, რომ ბაგრატის ტაძარში ისე დარჩეს ყველაფერი, როგორც არის, თუმცა საზოგადოების ნაწილი ტაძრის აღდგენას ეთანხმება.

პრეზიდენტმა ტაძარში შეკრებილ საზოგადოებას ჰკითხა აზრი, არიან თუ არა ისინი თანახმა, რომ ტაძარი აღდგეს.

"ჩვენმა წინაპრებმა მგონი ეს ტაძარი იმიტომ არ ააშენეს, რომ თავგადახდილი და დამყრობლების მიერ აფეთქებული ყოფილიყო მთელი ცხოვრება. ასე რომ, თუ თქვენი ნება და მეუფის კურთხევა იქნება, ჩვენ ამ საქმეს გავაგრძელებთ და პირველ 2 მილიონს გამოვყოფ", - განაცხადა სააკაშვილმა.

პრეზიდენტმა ქუთაისში კონტროლის პალატისა და გზების დეპარტამენტის ახალი შენობებიც გახსნა.
ghn.ge
 
 

ასევე:

  • "იუნესკო" ბაგრატის ტაძრის სამუშაოს მონიტორინგს იწყებს
  • ბაგრატის ტაძრის სეისმომედეგობას რკინა-ბეტონი უზრუნველყოფს
  • ყუმისთავის მღვიმეს პრომეთეს მღვიმე ეწოდება
  • პრეზიდენტმა ტექნიკური საგნების სწავლის აუცილებლობაზე ისაუბრა
  • საქართველოში ნავთობგადამამუშავებელი საწარმო აშენდება






  • 

    Wi-Fi
    UMTS
    WiMAX
    CDMA
    EDGE
    Cellular 3,5G
    HSPA
    Mobile WiMAX - 4G
    GSM
    GPRS



      ყველა უფლება დაცულია © Copyright 2009.
    GTU | ელ.ფოსტა: gtunews@gtu.ge