[ჯი-ეიჩ-ენი] "იუნესკო" ბაგრატის ტაძრის სარეკონსტრუქციო სამუშაოების მონიტორინგს იწყებს.
ექსპერტები გაარკვევენ, რამდენად შეესაბამება საერთაშორისო ორგანიზაციის სტანდარტებს ქართული ისტორიული ძეგლს აღდგენის მცდელობა.
ქუთაისში "იუნესკოს" ექსპერტებთან ერთად საპატრიარქოს და კულტურის სამინისტროს წარმომადგენლებსაც ელოდებიან.
სარეაბილიტაციო სამუშაოები ბაგრატის ტაძარში ერთი თვის წინ შეჩერდა. მიზეზი ექსპერტთა ნაწილის პოზიცია გახდა. მათ ტაძარში რკინა-ბეტონის გამოყენება გააპროტესტეს და სამუშაოების შეჩერება მოითხოვეს.