იუნესკო საქართველოში 7 ახალ პროექტს დააფინანსებს » News.GTU.ge



«    ნოემბერი 2024    »
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
დაგვიკავშირდით

იუნესკო საქართველოში 7 ახალ პროექტს დააფინანსებს კულტურა, სპორტი
13-12-2010, 13:25
იუნესკო საქართველოში 7 ახალ პროექტს დააფინანსებს გაეროს განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაცია (იუნესკო) საქართველოში კიდევ 7 პროექტს დააფინანსებს. ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო კალანდაძემ განაცხადა.

შესაბამისი გადაწყვეტილების თანახმად, ამ მიზნით ორგანიზაცია 126 ათას აშშ დოლარს გამოყოფს. "იუნესკოს" თანადაფინანსებით განსახორციელებელ პროექტებს შორისაა: სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძრის დოკუმენტაციის განახლება, ვაშა-ფშაველას დაბადებიდან 150 წლისთავისადმი მიძღვნილი ქართულ-ინგლისური საიუბილეო კატალოგის გამოცება, ვახტანგ ჭაბუკიანის დაბადებიდან 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ფოტოგამოფენის გახსნა, ასევე მოქვის სახარების დიაგნოსტიკა, ციფრულ მატარებლებზე გადატანა და ეროვნული მუზეუმის კოლექციის რეინსტალაცია მოხდება.

იუნესკო საქართველოში 7 ახალ პროექტს დააფინანსებს "გვიხარია, რომ იუნესკომ პოზიტიური გადაწყვეტილება მიიღო და ასეთი მოცულობითი თანხა გამოყო. ამ თანხით ის პროექტები განხორციელდება, რომელსაც ჩვენი სახსრებით ვერ ვახერხებდით", - განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო კალანდაძემ.

გაერთიანებული ერების განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაცია (იუნესკო, UNESCO) გაეროს სპეციალიზირებული სააგენტოა. მისი მიზანია, მშვიდობისა და საერთაშორისო უშიშროების ინტერესებისთვის ხელი შეუწყოს განათლებისა და კულტურის გავრცელებას, მეცნიერების განვითარებას, ადამიანის უფლებებისა და ძირითად თავისუფლებათა პატივისცემას რასის, სქესის, ენისა და რელიგიის მიუხედავად.

ორგანიზაცია 1945 წლის 16 ნოემბერს დაარსდა. მისი შტაბ-ბინა მდებარეობს პარიზში, საფრანგეთი. ამჟამად იუნესკოს აერთიანებს 193 ქვეყანას. მას ასევე 50 წარმომადგენლობითი ოფისი, რამდენიმე ინსტიტუტი და ცენტრი აქვს მსოფლიოში. იუნესკოს ყურადღების ცენტრში მოქცეულია აფრიკა და გენდერული თანასწორობა.

იუნესკო ხუთ ძირითად პროგრამას ახორციელებს, ესენია: განათლება, საბუნებისმეტყველო მეცნიერებები, სოციალური და ჰუმანური მეცნიერებები, კულტურა და კომუნიკაციები და ინფორმაცია. იუნესკო აფინანსებს წერა-კითხვის გავრცელების, ტექნიკურ, მასწავლებელთა დახელოვნების პროგრამებს; საერთაშორისო მეცნიერებათა პროექტებს; რეგიონალური და კულტურის ისტორიის პროექტებს; კულტურული მრავალფეროვნების პოპულარიზაციას; საერთაშორისო ურთიერთდახმარების შეთანხმებებს მსოფლიო კულტურული და ბუნებრივი მეკვიდრეობის შენარჩუნებასა და ადამიანთა უფლებების დაცვასა და სხვა.

იუნესკო არის საერთაშორისო პროგრამის "განათლება ყველასთვის" კოორდინატორი. აღნიშნული პროგრამის ძირითადი მიზნები ჩამოყალიბდა დაკარის 2000 წლის ფორუმზე.

იუნესკო საქართველოში 7 ახალ პროექტს დააფინანსებს 1972 წელს იუნესკომ მიიღო მსოფლიოს კულტურული და ბუნებრივი მემკვიდრეობის დაცვის კონვენცია, რომელიც ძალაში შევიდა 1975 წელს. ყოველწლიურად მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტი იკრიბება სესიაზე, რომელიც განსაზღვრავს, თუ რომელი ძეგლი შეიტანონ იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში.

მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლების სიის მთავარი მიზანია, თითოეული ობიექტი დაიცვას და გახადოს ცნობილი, თუ, რა თქმა უნდა, იგი შეესაბამება იუნესკოს კრიტერიუმებს. იუნესკოს სულ 10 კრიტერიუმი აქვს, რომელთაგან პირველი ექვსი მოქმედებს 1978 წლიდან და განსაზღვრავს კულტურულ ობიექტებს, ხოლო დანარჩენი ოთხი მოქმედებაშია 2002 წლიდან და ბუნებრივ ობიექტებს განსაზღვრავს. 2005 წლიდან 10-ვე კრიტერიუმი გაერთიანდა ერთ სიად. ამჟამად მსოფლიო მემკვიდრეობის სულ 911 ძეგლია 148 ქვეყანაში. აქედან: 704 კულტურულია, 181 ბუნებრივი, ხოლო 26 კი შერეული ტიპის.

2003 წელს იუნესკომ მიიღო არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის დაცვის კონვენცია. არამატერიალურ კულტურულ მემკვიდრეობად მიიჩნიეს ზეპირი გადმოცემები, ტრადიციული მუსიკა, ცეკვა, რიტუალები, ფესტივალები და ხალხური რეწვა.

იუნესკო საქართველოში 7 ახალ პროექტს დააფინანსებს
 
 

ასევე:

  • ქართული ხელნაწერები ”იუნესკოს” ძეგლების ნუსხაში შეიტანეს
  • "იუნესკო" ბაგრატის ტაძრის სამუშაოს მონიტორინგს იწყებს
  • "იუნესკო" ვახტანგ ჭაბუკიანის იუბილეს აღნიშნავს
  • 23 აპრილი წიგნისა და საავტორო უფლებების მსოფლიო დღეა
  • საზღვარგარეთ არსებული ქართული საგანძურის მოძიება დაიწყო






  • 

    Wi-Fi
    UMTS
    WiMAX
    CDMA
    EDGE
    Cellular 3,5G
    HSPA
    Mobile WiMAX - 4G
    GSM
    GPRS



      ყველა უფლება დაცულია © Copyright 2009.
    GTU | ელ.ფოსტა: gtunews@gtu.ge