|
17-09-2009, 18:08
ბაგრატის ტაძრის სარესტავრაციო სამუშაოების პროექტის ხელმძღვანელის ივანე ლაფერაშვილის მტკიცებით, ტაძრის საძირკვლის რკინა-ბეტონით გამყარება გარდაუვალი და ერთადერთი აუცილებელი საშუალება იყო, რომელმაც ბაგრატის ტაძრის სეისმურობის პრობლემის გადაჭრა უზრუნველყო.
მისივე მტკიცებით, ტაძრის საძირკველში რკინა-ბეტონის გამოყენების მიუხედავად ტაძრის ავთენტური ნაწილები ნარჩუნდება და მას მხატვრული და კულტურული ღირებულების დაკარგვის საფრთხე არ ემუქრება. აღანიშნული განცხადება ივანე ლაფერაშვილმა განათლებისა და კულტურის გაფართოებულ სხდომაზე გააკეთა, სადაც ბაგრატის ტაძარზე მიმდინარე სამუშაოებზე დისკუსია 3 საათზე მეტია გრძელდება.
ანალოგიურ განცხადებას აკეთებენ სამუშაოებში მონაწილე რეკონსტრუქტორებიც, რომელთა განცხადებით, რკინა-ბეტონის გამოყენებით, ტაძარი 7-8 ბალიან სეისმურ რყევებს გაუძლებს. შეგახსენებთ, რომ ბაგრატის ტაძრის სარესტავრაციო სამუშაოებთან დაკავშირებით აჟიოტაჟის მთავარ თემად სწორედ მის საძირკველში რკინა-ბეტონის გამოყენების ფაქტი იქცა, რაც ქართველ ექსპერტთა ერთმა ნაწილმა გააპროტესტა.
ისინი თვლიან, რომ გამაგრებითი სამუშაოები უნდა ჩატრებულიყო კირის და არა რკინა-ბეტონის გამოყენებით. მათ დაწყებული პროექტის შეჩერების მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვებაც დაიწყეს. |
|