|
17-11-2009, 21:34
18 ნოემბერს, 17:15 საათზე, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ტურიზმის საინფორმაციო სენსორული მონიტორების პრეზენტაცია გაიმართება. ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ინიციატივითა და ორგანიზებით თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ბარგის ასაღებ დარბაზში ტურიზმის საინფორმაციო ორი სენსორული მონიტორი პირველად დამონტაჟდა. ღონისძიებას ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის უფროსი ზაალ აბაზაძე გახსნის. სენსორული მონიტორის დახმარებით ვიზიტორს საშუალება ეძლევა, ქვეყანაში შემოსვლისთანავე, მაქსიმალურად მოკლე დროში მიიღოს მისთვის საჭირო ყველა ტიპის ინფორმაცია - განთავსების საშუალებების, ტრანსპორტირების, კვების ობიექტების და სხვა ტურისტული მომსახურეობის შესახებ. მსგავსი ტიპის მომსახურეობის არსებობა არამარტო ტურისტებისთვის არის გამოსადეგი, არამედ მნიშვნელოვნად უწყობს ხელს ტურიზმის ინდუსტრიაში ჩართულ ადგილობრივ თემებს და კერძო სექტორს მათ მიერ შეთავაზებული ტურისტული პროდუქტის უფასო რეკლამირებაში. |
|