|
4-09-2010, 01:12
დღეს, 4 სექტემბერს, საქართველოს მძლეოსნობის ფედერაციისა და ტურიზმის დეპარტამენტის ერთობლივი ორგანიზებით, ყაზბეგში საერთაშორისო მარათონი გაიმართება.
მარათონი 6, 21 და 42-კილომეტრიან დისტანციებზე მოეწყობა.მარათონში მონაწილეობას ქართველ მძლეოსნებთან ერთად, უცხოელი ტურისტებიც მიიღებენ, მათ შორის საფრანგეთიდან, აზერბაიჯანიდან, პოლონეთიდან და ამერიკიდან.
მარათონი სტარტს 4 სექტემბერს 10:00 საათიდან ყაზბეგის ცენტრიდან აიღებს. ghn.ge |
|