2 სექტემბერს საქართველოში ისრაელის კვირეული გაიხსნება » News.GTU.ge



«    ნოემბერი 2024    »
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
დაგვიკავშირდით

2 სექტემბერს საქართველოში ისრაელის კვირეული გაიხსნება სიახლე
2-09-2010, 02:29
2 სექტემბერს საქართველოში ისრაელის კვირეული გაიხსნება, რომელიც 9 სექტემბერს დაიხურება.

6 სექტემბერს, 19:00 საათზე, "შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი", საქართველო-ისრაელის ბიზნესპალატისა და ებრაული სააგენტო "ისრაელისთვის" ორგანიზატორობით, ისრაელის კვირეულის დასკვნით საღამოს უმასპინძლებს. ღონისძიება საქართველოში ისრაელისა და მსოფლიო ებრაელობის ოფიციალური აქტივობის 20 წლის იუბილესადმია მიძღვნილი.

გალაკონცერტზე ცნობილი მომღერლები - ია ჩანტლაძე, სოფო ნიჟარაძე, სოფო ხალვაში, ისრაელიდან მიშელი, ლიორა - ცნობილ ებრაულ სიმღერებს შეასრულებენ. საღამოს დაესწრება საქართველოს მთავრობის წარმომადგენლობა და ისრაელის სამთავრობო დელეგაცია მინისტრის, სოფა ლანდვერის ხელმძღვანელობით.

კვირეულის ფარგლებში დაგეგმილია სხვა ღონისძიებებიც: 1. ყაზბეგის მარათონი (მსვლელობა გუდაურიდან-ყაზბეგამდე). წელს მონაწილეობას ისრაელელები მიიღებენ, ხოლო შემდეგი წლიდან მარათონი საერთაშორისო და მასშტაბურ ხასიათს მიიღებს; 2. თემატური გამოფენა (ეროვნული მუზეუმი); 3. ისრაელის სამთავრობო დელეგაციის შეხვედრა მთავრობის წარმომადგენლებთან; 4. ებრაული დელეგაციის შეხვედრა ბიზნესის, კულტურის, შოუბიზნესის წარმომადგენლებთნ; 5. ბიზნეს და კულტურული აქციები; 6. სპეციალურად ისრაელის კვირეულისათვის გამოიცემა ჟურნალი, სადაც დაიბეჭდება სტატიები საქართველოს ეკონომიკაზე, ტურიზმის ინდუსტრიასა და საქართველოში მიმდინარე პოზიტიურ ცვლილებებზე.

ყოფილი საბჭოთა კავშირის დროს ებრაული სააგენტოს პირველი წარმომადგენელი საქართველოში და ახლა უკვე თავად ორი ქვეყნის დამაკავშირებელი, საქართველო-ისრაელის ბიზნესპალატის პრეზიდენტი, იციკ მოშე აცხადებს, რომ თბილისი იყო პირველი ქალაქი, რომელმაც ფართოდ გაუღო კარი მსოფლიო ებრაელობას და საერთაშორისო მისიებს.

მთავრობის მიერ გატარებულმა ლიბერალურმა ეკონომიკურმა რეფორმებმა, შემცირებულმა გადასახადებმა და მიმზიდველმა საინვესტიციო გარემომ განაპირობა მსოფლიო ებრაელობის დაინტერესების ზრდა საქართველოსადმი. საქართველოსა და ისრაელის მრავალსაუკუნოვან მეგობრულ კავშირს, საქმიანი ურთიერთობების უდიდესი მომავალი აქვს. ჩვენმა ქვეყნებმა კარგად იციან, რას ნიშნავს რთული გეოპოლიტიკური გარემო და ამ გარემოში ისეთი ღირებულებების დამკვიდრება, როგორიცაა მეგობრობა, მოკავშირეობა და პარტნიორობა. ბედნიერი ვარ, რომ ამ ურთიერთობების გაღრმავებაში თავისი წვლილი საქართველო-ისრაელის ბიზნეს პალატამაც შეიტანა. ქართულ-ებრაული მრავალსაუკუნოვანი ისტორიული ურთიერთობა ბოლო დროს შეიცვალა და უფრო მასშტაბური გახდა, რაც უკვე საქართველო-ისრაელის და მსოფლიო ებრაელების ურთიერთობას ნიშნავს. ეს კავშირები არ შემოიფარგლება მხოლოდ მეგობრობით, მას აქვს საქმიანი ხასიათი და ეს საქმიანობა მოიცავს მრავალ სფეროს: ბიზნესი, ტურიზმი, სოფლის მეურნეობა, უძრავი ქონება", _ განაცხადა მან.
 
 

ასევე:

  • საქართველოში ისრაელის კინოს დღეები გაიმართება
  • საქართველოსა და ისრაელის საგზაო უწყებები ითანამშრომლებენ
  • ისრაელის პრემიერ-მინისტრი რუსეთში საიდუმლო ვიზიტით ჩავიდა.
  • საქართველო ვაზისა და ღვინის 33-ე მსოფლიო კონგრესს უმასპინძლებს
  • პატრიარქი მაცხოვრის საფლავზე ღამისთევის ლოცვას აღავლენს






  • 

    Wi-Fi
    UMTS
    WiMAX
    CDMA
    EDGE
    Cellular 3,5G
    HSPA
    Mobile WiMAX - 4G
    GSM
    GPRS



      ყველა უფლება დაცულია © Copyright 2009.
    GTU | ელ.ფოსტა: gtunews@gtu.ge