|
31-03-2013, 15:39
3, 4 და 5 აპრილს ჯანაშიას სახელობის ეროვნული მუზეუმისა და კულტურის სამინისტროს თანადგომით, ისრაელის საელჩო საქართველოში კინოს დღეებს გამართავს, რომელიც ისრაელის დამოუკიდებლობის 65-ე იუბილეს მიეძღვნება. კინოს დღეები ჯანაშიას სახელობის ეროვნულ მუზეუმში ჩატარდება. ქართველი მაყურებელი ბოლო წლებში გადაღებულ ექვს ფილმს იხილავს, რომლებმაც ისრაელის კინოს მსოფლიო კინემატოგრაფში კუთვნილი ადგილი მოაპოვებინეს.
ბოლო ექვსი წლის განმავლობაში ისრაელში გადაღებული ფილმები ამერიკის კინოაკადემიის უმაღლეს ჯილდოზე ოთხჯერ იყო წარდგენილი; ბერლინის, კანის, ვენეციისა და სხვა კინოფესტივალების პირველობა კი არაერთხელ მოუპოვებია. გასულ დეკემბერში თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალის ფარგლებში 2012 წლის ფილმი "ჰაიუტა და ბერლი" იქნა ნაჩვენები.
ისრაელის კინოს დღეების ფარგლებში მაყურებელს შესაძლებლობა ექნება იხილოს: 3 აპრილი, 15:30 ავივა, ჩემო სიყვარულო! (2006); 3 აპრილი 18:000 ხუთი საათი პარიზამდე (2009); 4 აპრილი 15:30 სამყაროს აღსასრულს მარცხნივ გაუხვიე (2004); 4 აპრილი 18:00 ორ (ოქროს გოგო) (2004); 5 აპრილი 15:30 გამარჯობა, მუსიე შლომი! (2003); 5 აპრილი 18:00 ... და შენ შეირთავ ცოლს (2004). |
|