|
26-11-2012, 22:41
23-26 ნოემბერს სლოვაკეთის ქალაქ ბრატისლავაში ქართული კინოს დღეები გაიმართება. ღონისძიების ფარგლებში ნაჩვენები იქნება 7 ქართული ფილმი, როგორც კინოკლასიკის ნიმუშები, ასევე ბოლო წლების ნამუშევრები: "ქუჩის დღეები" (რეჟ. ლევან კოღუაშვილი), "რაჭა ჩემი სიყვარულო" (რეჟ. იოზეფ მედვედი, თემურ ფალავანდიშვილი), "მაგდანას ლურჯა"(თენგიზ აბულაძე, რეზო ჩხეიძე), "ნეტავ იქ თეატრი არის?!" (ნანა ჯანელიძე), "სამი სახლი"(ზაზა ურუშაძე), "გაღმა ნაპირი" (გიორგი ოვაშვილი), "შანტრაპა"(ოთარ იოსელიანი).
ქართული კინოს დღეებს ბრატისლავაში ესწრებოდნენ ეროვნული კინოცენტრის დირექტორი თამარ ტატიშვილი და დირექტორის მოადგილე სალომე სეფაშვილი, ასევე ქართველი კინემატოგრაფისტები ნანა ჯანელიძე და ქეთი მაჭავარიანი.
სლოვაკეთსა და საქართველოს შორის მრავალწლიანი დიპლომატიური ურთიერთობები არსებობს. კულტურული თანამშრომლობის მთავარი სიმბოლოა 1977 წელს გადაღებული ფილმი "რაჭა ჩემი სიყვარული", რომელიც პირველ ქართულ-სლოვაკურ კოპროდუქციად შეიძლება ჩაითვალოს. "ქართული კინოს დღეები" და მის ფარგლებში მოწყობილი კინოჩვენებები ხელს შეუწყობს საქართველოსა და სლოვაკეთის კუნოინდუსტრიების დაახლოებასა და ქართული კინოს პოპულარიზაციას სლოვაკეთში. ღონისძიების ორგანიზატორია ეროვნული კინოცენტრი, სლოვაკეთის კინოინსტიტუტი და სლოვაკეთში საქართველოს საელჩო. |
|