"თიბისი გალერეაში" გაიმართება წიგნის "თენგიზ აბულაძე. ანარეკლები" პრეზენტაცია » News.GTU.ge



«    მაისი 2024    »
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
დაგვიკავშირდით

"თიბისი გალერეაში" გაიმართება წიგნის "თენგიზ აბულაძე. ანარეკლები" პრეზენტაცია კულტურა, სპორტი
28-01-2010, 23:29
29 იანვარს, 18:00 საათზე, "თიბისი გალერეაში" გაიმართება წიგნის "თენგის აბულაძე. ანარეკლები" პრეზენტაცია. პრეზენტაციაზე ასევე ნაჩვენები იქნება რეჟისორ ნანა ჯანელიძის დოკუმენტური ფილმი "თენგიზ აბულაძე".
წიგნი შეიქმნა ცნობილი ქართველი კინორეჟისორის, თენგიზ აბულაძის იუბილესთან დაკავშირებით. 2009 წელს რეჟისორის დაბადებიდან 85 წელი შესრულდა. წიგნი მოგონებებზეა აგებული და ქართული კინოს ისტორიის იმ პერიოდს ეხება, რომელსაც ქართული კინოს "ოქროს ხანას~ უწოდებენ (1950-1980-იანი წლები). მასში საქართველოს უახლოესი წარსულის მთელი ეპოქა იხატება.
წიგნის შემდგენლები არიან ნანა ჯანელიძე და ნინო ნატროშვილი. წიგნში იმ ადამიანების მოგონებებია თავმოყრილი, ვინც თენგიზ აბულაძესთან ერთად სკოლაში, თბილისის თეატრალურ ინსტიტუტსა თუ მოსკოვის კინემატოგრაფიის საკავშირო ინსტიტუტში სწავლობდა, შემდეგ კი მის მხარდამხარ მუშაობდა ქართულ კინოში.
წიგნში შესულია ცნობილი კინორეჟისორის შემოქმედებითი ჯგუფის წევრების სოფიკო ჭიაურელის და საშა ანტიპენკოს, რეზო კვესელავასა და ლომერ ახლედიანის მოგონებები. მკითხველს საშუალება ეძლევა გაეცნოს "მაგდანას ლურჯას~ დახურვის და წარმოებაში ხელახლა ჩაშვების პერიპეტიებს, "ვედრების~ მაყურებელთან შეხვედრის სირთულეს, "მონანიების~ დაპატიმრებისა და განთავისუფლების ირგვლივ დატრიალებულ ვნებებს.
წიგნი 246-გვერდიანია და მდიდარია ფოტომასალით, რომელიც მოიცავს სამუშაო მომენტებს, კინოკადრებს და უცნობ ფოტოებს. წიგნს ერთვის თენგიზ აბულაძის ცხოვრებასთან და შემოქმედებასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი თარიღების ჩამონათვალი და ფილმოგრაფია, აგრეთვე მოსაუბრეთა მოკლე ბიოგრაფიები.
 
 

ასევე:

  • ბრატისლავაში ქართული კინოს დღეები გაიმართა
  • კულტურის სამინისტროში წიგნის პრეზენტაცია გაიმართება
  • წიგნის სახლში ბელა ჩეკურიშვილის წიგნის პრეზენტაცია გაიმართება
  • მიუნხენში დათო ბარბაქაძის ლექსების ახალი წიგნი გამოიცა
  • “ქარავანში’’ “ღია ბარათების” პრეზენტაცია გაიმართება






  • 

    Wi-Fi
    UMTS
    WiMAX
    CDMA
    EDGE
    Cellular 3,5G
    HSPA
    Mobile WiMAX - 4G
    GSM
    GPRS



      ყველა უფლება დაცულია © Copyright 2009.
    GTU | ელ.ფოსტა: gtunews@gtu.ge