საქართველო ვაზისა და ღვინის 33-ე მსოფლიო კონგრესს უმასპინძლებს » News.GTU.ge



«    ოქტომბერი 2024    »
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
დაგვიკავშირდით

საქართველო ვაზისა და ღვინის 33-ე მსოფლიო კონგრესს უმასპინძლებს სიახლე
20-06-2010, 00:52
20 ივნისს საქართველო ღვინის სფეროში ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ და პრესტიჟულ ღონისძიებას - ვაზისა და ღვინის 33-ე მსოფლიო კონგრესს უმასპინძლებს. კონგრესის მასპინძლობის უფლება მხოლოდ ტრადიციული მეღვინეობის, ადგილობრივი ვაზის ჯიშის და მევენახეობის სხვადასხვა რეგიონის მქონე ქვეყნებს აქვთ. საქართველოში კონგრესზე დასასწრებად 42 ქვეყნიდან 300-ზე მეტი სტუმარი ჩამოვა.

კონგრესის ოფიციალური გახსნის ცერემონია 21 ივნისს რუსთაველის თეატრში გაიმართება, სადაც ვაზისა და ღვინის მსოფლიო ორგანიზაციის (OIV) მხრიდან სიტყვით გამოვლენ ორგანიზაციის პრეზიდენტი, აღმასრულებელი დირექტორი და 2011 წლის კონგრესის მასპინძელი ქვეყნის - პორტუგალიის წარმომადგენელი. საქართველოს მხრიდან კონგრესის გახსნას დაესწრებიან საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი ბაკურ კვეზერელი და სხვა ოფიციალური პირები.

კონგრესის ფარგლებში, გათვალისწინებულია ტექნიკური ტური კახეთის რეგიონში, სადაც დელეგატები დაათვლიერებენ ღვინის ქარხნებს. საქართველოს კულტურის უკეთ გაცნობის მიზნით, კონგრესის სტუმრებისთვის დაგეგმილია სხვა ღონისძიებებიც.

25 ივნისს რუსთაველის თეატრში გაიმართება ვაზისა და ღვინის საერთაშორისო ორგანიზაციის კონგრესის (OIV) მე-8 გენერალური ასამბლეა და კონგრესის ოფიციალური დახურვის ცერემონია.

შეგახსენებთ, რომ საქართველო ვაზისა და ღვინის მსოფლიო კონგრესს მეორედ მასპინძლობს. პირველად საქართველოში კონგრესი 1962 წელს ჩატარდა. მაშინ კონგრესს 32 ქვეყნის დელეგაცია ესწრებოდა.
 
 

ასევე:

  • თბილისი ვაზისა და ღვინის 33-ე მსოფლიო კონგრესს უმასპინძლებს
  • საქართველომ ევროკავშირში ბრენდი „ღვინის აკვანი“ დაარეგისტრირა
  • ქართული ქვევრის ღვინოს ევროპაში გაიტანენ
  • 2 სექტემბერს საქართველოში ისრაელის კვირეული გაიხსნება
  • ხელოვნების მუზეუმში იხსნება გამოფენა BLACKOUT






  • 

    Wi-Fi
    UMTS
    WiMAX
    CDMA
    EDGE
    Cellular 3,5G
    HSPA
    Mobile WiMAX - 4G
    GSM
    GPRS



      ყველა უფლება დაცულია © Copyright 2009.
    GTU | ელ.ფოსტა: gtunews@gtu.ge