თბილისი ვაზისა და ღვინის 33-ე მსოფლიო კონგრესს უმასპინძლებს » News.GTU.ge



«    ნოემბერი 2024    »
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
დაგვიკავშირდით

თბილისი ვაზისა და ღვინის 33-ე მსოფლიო კონგრესს უმასპინძლებს სიახლე
13-03-2010, 01:25
13 მარტს პარიზში გაიმართება ვაზისა და ღვინის 33-ე მსოფლიო კონგრესის ტექნიკური ჯგუფების შეხვედრა, სადაც საბოლოოდ გადაწყდება, რომელი სამეცნიერო ნაშრომი მიიღებს მონაწილეობას მსოფლიო ფორუმში.

20 ივნისიდან 27 ივნისამდე კი თბილისი ვაზისა და ღვინის 33-ე მსოფლიო კონგრესს უმასპინძლებს. მასში მსოფლიოს საუკეთესო მეღვინეები, ღვინის ექსპერტები და მეცნიერები მიიღებენ მონაწილეობას. ასეთი მასშტაბის ღვინის ფორუმი საქართველოში მხოლოდ ერთხელ - 1962 წელს ჩატარდა.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ბაზაზე შექმნილია ვაზისა და ღვინის კონგრესის სამეცნიერო-ტექნიკური კომიტეტი, რომელიც სამუშაო შეხვედრებს მართავს მევენახეობისა და მეღვინეობის დარგების სპეციალისტებთან, ასევე - ღვინის მწარმოებელ კომპანიებთან. კომიტეტს ხელმძღვანელობს "სამტრესტთან" არსებული მუდმივმოქმედი სადეგუსტაციო კომისიის თავმჯდომარე ანა გოდაბრელიძე.

საორგანიზაციო კომიტეტი ღვინის მსოფლიო კონგრესის მთავარი თემების გარშემო მუშაობს. "ვაზი და ღვინო _ მსოფლიო საგანძური, ტრადიცია და ინოვაცია" - ეს არის კონგრესის ძირითადი თემა, რომელიც ორ მთავარ თემას აერთიანებს: 1) მევენახეობა-მეღვინეობის დარგის თანამედროვე მდგომარეობა, დაცვა და განვითარება; 2) ახალი პროდუქტები, ახალი ტექნოლოგიები, ახალი გამოწვევები; თავის მხრივ, მთავარი თემები მოიცავს რამდენიმე მნიშვნელოვან ქვეთემას, რომელთა გარშემო ღვინის მსოფლიო კონგრესზე სამეცნიერო დისკუსიები გაიმართება.

გოდაბრელიძის განცხადებით, ქართველ მეცნიერებს საშუალება აქვთ, თავიანთი სამეცნიერო ნაშრომები 22 თებერვლამდე წარმოადგინონ კომიტეტის წინაშე. 13 მარტს პარიზში გაიმართება კონგრესის ტექნიკური ჯგუფების შეხვედრა, სადაც საბოლოოდ გადაწყდება, რომელი სამეცნიერო ნაშრომი მიიღებს მონაწილეობას მსოფლიო ფორუმში. ასევე მკაცრად შეირჩევა თითოეული ღვინო, რომელიც ვაზისა და ღვინის 33-ე მსოფლიო კონგრესის დღეებში უნდა დაილიოს. ყველა კომპანიას ექნება საშუალება, თავისი პროდუქცია შესთავაზოს ჟიურის, რომელიც გადაწყვეტილებას მკაცრი დეგუსტაციის შემდეგ მიიღებს. სავარაუდოდ, საორგანიზაციო კომიტეტი კომპანიებისგან ღვინოებს არ შეისყიდის, რადგან ღვინის მსოფლიო კონგრესი საუკეთესო საშუალებაა ღვინოების პრეზენტაციისა და რეკლამისათვის.

"შერჩევისას განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა ეროვნული ჯიშებისგან დამზადებულ ღვინოებს. სადაც არ წავედით და რომელ კონკურსშიც არ მივიღეთ მონაწილეობა, ყველგან გარკვევით გვითხრეს, რომ ჩვენი მეღვინეებისგან ყველაზე მეტად აინტერესებთ ქართული ვაზის ჯიშებისგან დამზადებული ღვინოები. ამას გვეუბნება ის ხალხიც, ვინც მსოფლიოში ღვინის დისტრიბუციას ეწევა. ამიტომაც გვინდა, რომ თბილისში ჩატარებულ მსოფლიო კონგრესზე აქცენტი ვაზის ქართულ ჯიშებსა და ქართულ ღვინოზე გაკეთდეს", - განაცხადა ანა გოდაბრელიძემ ვაზისა და ღვინის კონგრესის სამეცნიერო-ტექნიკური კომიტეტის ერთ-ერთ შეხვედრაზე.
 
 

ასევე:

  • საქართველო ვაზისა და ღვინის 33-ე მსოფლიო კონგრესს უმასპინძლებს
  • ქართული ქვევრის ღვინოს ევროპაში გაიტანენ
  • საქართველომ ევროკავშირში ბრენდი „ღვინის აკვანი“ დაარეგისტრირა
  • სტუ-ის პროფესორი ბუდაპეშტში სამეცნიერო ფორუმში მიიღებს მონაწილეობას
  • სიღნაღში გაიმართება პრესკონფერენცია თემაზე "ტურიზმი საქართველოში"






  • 

    Wi-Fi
    UMTS
    WiMAX
    CDMA
    EDGE
    Cellular 3,5G
    HSPA
    Mobile WiMAX - 4G
    GSM
    GPRS



      ყველა უფლება დაცულია © Copyright 2009.
    GTU | ელ.ფოსტა: gtunews@gtu.ge