ენერგეტიკის სამინისტრომ სამწლიანი მუშაობის ანგარიში ტექნიკურ უნივერსიტეტში წარადგინა » News.GTU.ge



«    ნოემბერი 2024    »
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
დაგვიკავშირდით

ენერგეტიკის სამინისტრომ სამწლიანი მუშაობის ანგარიში ტექნიკურ უნივერსიტეტში წარადგინა სიახლე
13-10-2015, 13:15
ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გიორგი ნიკოლაძის სახელობის დარბაზში სამინისტროს სამწლიანი მუშაობის ანგარიში წარადგინა. პრეზენტაციას ესწრებოდნენ საქართველოს მთავრობის წევრები, პარლამენტარები, დიპლომატიური კორპუსი, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების წარმომადგენლები, ენერგეტიკული კომპანიების ხელმძღვანელები, ექსპერტები, დრგის ინვესტორები და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციის ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები.

კახა კალაძემ 2012-2015 წლებში ენერგეტიკული მიმართულებით განხორციელებულ და მიმდინარე პროექტებზე ისაუბრა.

“წარმოგიდგენთ ენერგეტიკაში მიმდინარე მოვლენებს, მიღწეულ შედეგებსა და სამომავლო გეგმებს. მივმართავ ახალგაზარდობას: ენერგეტიკა დღეს არის დარგი, რომელიც განიცდის აღმავლობას და ქვეყანაში ერთ-ერთი ძლიერი და მნიშვნელოვანი მიმართულება ხდება. ამ პროცესში მნიშვნელოვანია ახალი სისხლი, თქვენი, სტუდენტებისა და ახალგაზრდა პრაქტიკოსების ჩართულობა. თქვენ უნდა დანერგოთ და აითვისოთ ენერგეტიკაში ახალი ტექნოლოგიები. თქვენ უნდა უზრუნველყოთ სისტემის გამართული და უხარვეზო მუშაობა, უნდა მიიღოთ სტრატეგიის დაგეგმარებაში მონაწილეობა, გახადოთ პროცესები გამჭვირვალე და პროგრესირებადი. საბოლოო ჯამში, ჩვენ მივიღებთ ქვეყნის განვითარებაზე ორიენტირებულ სფეროს, რის შედეგებსაც მომავალი თაობა დაინახავს. მივმართავ ყველა თაობის პროფესორ-მასწავლებლებსა და მეცნიერებს – დავდგეთ ერთად და გავზარდოთ პროფესია ენერგეტიკოსის რეჟიმი, რათა ახალმა თაობამ ამ მიმართულებით შექმნას მომავალი. დღეს ჩვენ ვქმნით იმ ფუნდამენტს, რომელიც აუცილებელია დარგის განვითარებისთვის. ეს არის სფეროს პოპულარიზაცია, დასაქმების პერსპექტივა, ნოვატორული მიდგომები. ჩვენ, პოლიტიკოსები, ვმუშაობთ იმისთვის, რომ შევქმნათ ჯანსაღი გარემო, გავმიჯნოთ ენერგეტიკის თემა და პოლიტიკა, აღვადგინოთ ის შელახული იმიჯი, რაც გამოიწვია ხელისუფლების ცვლამ და საბოლოოდ გავათავისუფლოთ ეს დარგი დამკვიდრებული არასწორი სტერეოტიპისაგან”, – განაცხადა ენერგეტიკის მინისტრმა.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, ენერგეტიკის უწყების მთავარი მიღწევა უწყებაში პიროვნული ინტერესებისა და პოლიტიკური რეალიების გამიჯვნაა. მისი თქმით, უწყებაში მიმდინარე პროცესები გამჭვირვალე და სტაბილურია, რაც ენერგეტიკის სფეროში განხორციელებულმა ინვესტიციებმა განაპირობა.

“დღეს ჩვენი მთავარი მიღწეული შედეგი არის ის გარემო, სადაც გავმიჯნეთ პიროვნული ინტერესები და პოლიტიკური რეალიები. პროცესები არის გამჭვირვალე და სტაბილური, რასაც ხელი შეუწყო ამ დარგში განხორციელებულმა ინვესტიციებმა. ჩვენ ძალიან აქტიურად ვთანამშრომლობთ სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციასთან, ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი ხორციელდება, ბევრი განხორციელდა და ძალიან დიდი და მასშტაბური პროექტების განხორციელებაა დაგეგმილი. ხშირად ვიმეორებ და დღესაც გავიმეორებ, რომ 70-იანი წლების შემდეგ, საქართველოს ენერგეტიკაში ასეთი აღმავლობა, ასეთი მასშტაბური ინვესტიციები არ განხორციელებულა, ეს, რა თქმა უნდა, თითოეული ჩვენგანის დამსახურებაა”, – განაცხადა კალაძემ.

„ღია მმართველობის“ ფარგლებში, 2012-2015 წლებში ენერგეტიკული მიმართულებით, „გამრიცხველიანდა 180 ათასი აბონენტი და გაზიფიცირდა 115 ათასამდე ოჯახი. წლის ბოლომდე ოკუპირებული ტერიტორიების გამყოფ ხაზთან მდებარე 60-მდე სოფელში მცხოვრები 13 ათასამდე ოჯახი შეძლებს ბუნებრივი აირით სარგებლობას. ამ მიზნით, საქართველოს მთავრობამ 19 მილიონი ლარი გამოყო. ელექტროფიცირდა 22 უშუქო სოფელი და წლის ბოლომდე კიდევ 7 უშუქო სოფელში დასრულდება ელექტროფიცირების სამუშაოები. 2013-2015 წლებში გაფორმდა 60 ურთიერთგაგების მემორანდუმი 88 პროექტის განხორციელების მიზნით, რის შედეგადაც, 2.4 მილიარდი აშშ დოლარამდე ინვესტიცია განხორციელდება და ქვეყანა 1,600 მგვტ-მდე დამატებით დადგმულ სიმძლავრეს მიიღებს. ექსპლუატაციაში შევიდა 10 ჰესი (157 მგვტ.) - ინვესტიცია 264,4 მლნ. აშშ დოლარი. 2015 წლის ბოლომდე კიდევ დებედა და დარიალი ჰესების ექსპლუატაციაში გაშვება იგეგმება. ჯამში, მათი დადგმული სიმძლავრე 110 მგვტ-ზე მეტია, ხოლო ჯამური საინვესტიციო თანხა 110 მლნ. აშშ დოლარს აჭარბებს. 2015 წელს დაიწყო უმსხვილესი ენერგეტიკული პროექტების: ნენსკრა ჰესის (1 მილიარდ 200 მილიონი დოლარი), ხუდონ ჰესის (1 მილიარდ 500 მილიონი დოლარი) და ცხენისწყლის ჰესების კასკადის (723 მილიონი დოლარი) განხორციელება“, - აღნიშნა მან.
 
 

ასევე:

  • 2015 წლამდე საქართველოში ექსპლუატაციაში 17 ახალი ჰესი შევა
  • კახა კალაძემ სტუ-ში საერთაშორისო კონფერენცია გახსნა
  • კახა კალაძემ წარჩინებულ სტუდენტებს სასტიპენდიო ვაუჩერები გადასცა
  • აგრარული მეცნიერებების და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტის ახალი პერსპექტივები
  • ენერგეტიკის დარგში საგანმანათლებლო ცენტრი ჩამოყალიბდება






  • 

    Wi-Fi
    UMTS
    WiMAX
    CDMA
    EDGE
    Cellular 3,5G
    HSPA
    Mobile WiMAX - 4G
    GSM
    GPRS



      ყველა უფლება დაცულია © Copyright 2009.
    GTU | ელ.ფოსტა: gtunews@gtu.ge