აგრარული მეცნიერებების და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტის ახალი პერსპექტივები » News.GTU.ge



«    ნოემბერი 2024    »
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
დაგვიკავშირდით

აგრარული მეცნიერებების და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტის ახალი პერსპექტივები სტუ
23-01-2015, 19:22
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტის სტუდენტები და პროფესორ-მასწავლებლები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების და სოფლის მეურნეობის მინისტრებს შეხვდნენ. ღონისძიება ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა არჩილ ფრანგიშვილმა გახსნა.

შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, ასევე, სსიპ სამელიორაციო სისტემების მართვის კომპანიის წარმომადგენლები. სტუმრები შეხვდნენ სტუ-ს აგრარული მეცნიერებებისა და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტის სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებს. მათ დარგის პერსპექტივებზე ისაუბრეს და ახალგაზრდების შეკითხვებს გასცეს პასუხები.

აგრარული მეცნიერებისა და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტი ტექნიკური უნივერსიტეტში 2013 წელს გაიხსნა. 2014 წელს ფაკულტეტმა სტუდენტების პირველი ნაკადი მიიღო. ამჟამად 600-მდე სტუდენტს საშუალება ეძლევა ისწავლოს 8 სხვადასხვა მიმართულებით: აგრარული ტექნოლოგიები, სასურსათო ტექნოლოგია, სატყეო საქმე, აგროინჟინერია, მეცხოველეობა, ნიადაგისა და ტყის რესურსების ინჟინერია, აგრონომია და აგრობიზნესის მენეჯმენტი. აგრარული მეცნიერებისა და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტმა ხელშეკრულება გააფორმა აშშ-ს აიოვას სახელმწიფო უნივერსიტეტთან, რაც საშუალებას მისცემს ქართველ სტუდენტებს აშშ-ს სტანდარტების განათლება მიიღონ.

სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ დანელიამ სტუდენტებს ინფორმაცია მიაწოდა სამინისტროს მიერ დარგის განვითარების მიმართულებით განხორციელებულ და მიმდინარე პროექტებზე, სამინისტროს პრიორიტეტებზე და სამომავლო გეგმებზე. მინისტრმა ყურადღება გაამახვილა განათლების მნიშვნელობაზე სოფლის მეურნეობის დარგის განვითარებისთვის. მინისტრმა აღნიშნა, რომ სამინისტრო ახალი სტრატეგიის ფარგლებში არაერთ პროგრამას განახორციელებს, რომელშიც სტუდენტების ჩართულობა მნიშვნელოვანი იქნება. დანელიას განცხადებით, განათლებული ახალგაზრდები და პროფესიონალი კადრები არის ის ფუნდამენტი, რომელზედაც საფუძვლიანად აშენდება სოფლის მეურნეობის დარგი.

„სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაგეგმილი აქვს არაერთი პროექტი, რათა ახალგაზრდებისთვის სოფლის მეურნეობის დარგი კიდევ უფრო მიმზიდველი გახდეს. გავატარებთ ისეთ ღონისძიებებს, რომელიც სტიმულს მისცემს სტუდენტებს. სამინისტრო მზად არის აქტიურად ითანამშრომლოს სტუდენტებთან და ხელი შეუწყოს მათ პროფესიულ ზრდაში“, - განაცხადა დანელიამ.

განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ აღნიშნა, რომ მისასალმებელია ტექნიკური უნივერსიტეტში აღნიშნული ფაკულტეტის გახსნა. მნიშვნელოვანია, რომ სტუდენტები ულტრათანამედროვე გარემოში ისწავლიან. ივლისში უახლესი ლაბორატორიით აღჭურვილი ახალი შენობაც გაიხსნება, რომლის შექმნაც განათლების სამინისტროს, ტექნიკური უნივერსიტეტის და აშშ-ს აიოვას სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთობლივი მუშაობით გახდა შესაძლებელი.

„ძალიან საინტერესო ინიციატივა წარუდგინა სოფლის მეურნეობის მინისტრმა სტუდენტებს. მათი აქტიური ჩართულობა აგრარულ მიმართულებებში, ასევე სტაჟირებისა და დასაქმების ის პერსპექტივები, რომელსაც სოფლის მეურნეობის სამინისტროს სტუდენტებს სთავაზობს, დადებით შედეგებს მოიტანს. დარგის სპეციალისტებზე დიდი მოთხოვნა გაჩნდება და შესაბამისად, ახალი ინფრასტრუქტურით, ლაბორატორიებით, განახლებული კურუკულუმით და პროგრამებით, ჩვენ მზად ვიქნებით ვუპასუხოთ. განათლების სამინისტრომ განათლების ამ მიმართულების განვითარებისთვის საკმაოდ დიდი ინვესტიციები განხორციელდა და დარწმუნებული ვართ სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან ასეთი თანამშრომლობა საჭირო და ნაყოფიერი იქნება“, - განაცხადა სანიკიძემ.
 
 

ასევე:

  • სტუ გაერთიანებული სამელიორაციო სისტემების კომპანიასთან ითანამშრომლებს
  • სოფლის მეურნეობის სამინისტრო 300 სტუდენტს დაასაქმებს
  • სტუ კოოპერატივების განვითარების სააგენტოსთან ითანამშრომლებს
  • ახალი ფაკულტეტის განვითარებისთვის 9 მილიონზე მეტი გამოიყოფა
  • სამუშაო შეხვედრა სტუ-ში - პროექტი NoGAP






  • 

    Wi-Fi
    UMTS
    WiMAX
    CDMA
    EDGE
    Cellular 3,5G
    HSPA
    Mobile WiMAX - 4G
    GSM
    GPRS



      ყველა უფლება დაცულია © Copyright 2009.
    GTU | ელ.ფოსტა: gtunews@gtu.ge