სტუ კოოპერატივების განვითარების სააგენტოსთან ითანამშრომლებს » News.GTU.ge



«    ნოემბერი 2024    »
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
დაგვიკავშირდით

სტუ კოოპერატივების განვითარების სააგენტოსთან ითანამშრომლებს სტუ
19-03-2014, 19:12
სტუ კოოპერატივების განვითარების სააგენტოსთან ითანამშრომლებს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტო და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი აქტიურ თანამშრომლობას იწყებენ. 19 მარტს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ხელმოწერის ცერემონია გაიმართა. მემორანდუმს ხელი მოაწერეს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარემ გიორგი მიშელაძემ და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა არჩილ ფრანგიშვილმა. საზეიმო ცერემონიალს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე დავით გალეგაშვილი, კოოპერატივების განვითარების სააგენტოსა და ტექნიკური უნივერსიტეტის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

მემორანდუმი ითვალისწინებს ტექნიკური უნივერსიტეტის აგრარული წარმოებისა და აგრობიზნესის მენეჯმენტის ფაკულტეტის სტუდენტების სწავლებას და პრაქტიკული ღონისძიებების განხორციელებას.

“ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმებით, ჩვენ ხელს შევუწყობთ ახალგაზრდა თაობის აგრარული კოოპერატივების განვითარების მიმართულებით ცოდნის ამაღლებას. თეორიულ ცოდნასთან ერთად, სტუდენტებს საშუალება ექნებათ პრაქტიკული კურსიც გაიარონ და გამოცდილებაც მიიღონ“, – განაცხადა სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარემ გიორგი მიშელაძემ.

აღსანიშნავია, რომ ტექნიკურ უნივერსიტეტთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი უკვე გაფორმებული აქვს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ სურსათის ეროვნულ სააგენტოსა და სსიპ ღვინის ეროვნულ სააგენტოსთან.

“სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების შესახებ კანონი“ პარლამენტმა 2013 წლის 12 ივლისს მიიღო, რომელიც ევროპის საუკეთესო პრაქტიკას ეყრდნობა. კანონის მიხედვით, შეიქმნა საჯარო სამართლის იურიდიული პირი „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტო“, რომელიც სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისთვის სტატუსის მინიჭებას, შეწყვეტას, მონიტორინგსა და სახელმწიფო პროგრამების განხორციელებას უზრუნველყოფს.

სააგენტოს მიზანია, კოოპერაციის ხელშეწყობის გზით, სასოფლო-სამეურნეო წარმოების პროდუქტიულობისა და კონკურენტუნარიანობის გაუმჯობესება; წარმოების რენტაბელობის ამაღლება და შედეგად სოფლის სოციალურ-ეკონომიკური განვითარება.
 
 

ასევე:

  • UNDP-სა და სტუ-ს შორის შეთანხმება გაფორმდა
  • სტუ გაერთიანებული სამელიორაციო სისტემების კომპანიასთან ითანამშრომლებს
  • სტუ და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო გეოდეზიისა და კარტოგრაფიის სფეროში ითანამშრომლებენ
  • ტრაქტორისტ-მემანქანეთა გადამზადების პროგრამა განხორციელდა
  • რელიგიის საკითხთა სააგენტოსა და სტუ-ს შორის მემორანდუმი გაფორმდა






  • 

    Wi-Fi
    UMTS
    WiMAX
    CDMA
    EDGE
    Cellular 3,5G
    HSPA
    Mobile WiMAX - 4G
    GSM
    GPRS



      ყველა უფლება დაცულია © Copyright 2009.
    GTU | ელ.ფოსტა: gtunews@gtu.ge