13 მაისს საქართელოს ტექნიკურ უნივერსიტეტში გაფორმდა მემორანდუმი სსიპ - რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოსა და საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს შორის. მემორანდუმს ხელი მოაწერეს სტუ-ს რექტორმა არჩილ ფრანგიშვილმა და რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარემ ზაზა ვაშაყმაძემ.
მემორანდუმი მიზნად ისახავს, ხელი შეუწყოს რელიგიათა მეცნიერულ შესწავლასა და ამ კუთხით, სამეცნიერო-კვლევით, საგანმანათლებლო-აკადემიურ და საექსპერტო პროექტების ფარგლებში ტექნიკურ უნივერსიტეტსა და სააგენტოს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას.
ღონისძიებას ესწრებოდნენ სტუ-ს ადმინისტრაციისა და სააგენტოს წარმომადგენლები.
რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, პრემიერ-მინისტრთან 2014 წელს შეიქმნა. სააგენტოს მისია მრავალეთნიკურ და მრავალრელიგიურ გარემოში ისტორიულ გამოცდილებისა და საერთაშორისოდ აღიარებული ნორმების გათვალისწინებით თანასწორობასა და შემწყნარებლობაზე დაფუძნებული მშვიდობიანი თანაცხოვრების უზრუნველყოფისთვის ხელშეწყობაა.