|
14-06-2012, 14:48
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკას შორის უთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
მემორანდუმს ხელი მოაწერეს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა არჩილ ფრანგიშვილმა და საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორმა გიორგი კეკელიძემ.
მემორანდუმის ფარგლებში განხორციელდება წიგნების ერთიანი დეგიტალიზაცია, მოეწყობა საგამოფენო ფონდების სტენდები, როგორც უნივერსიტეტში არსებულ ბიბლიოთეკაში, ისე ეროვნულ ბიბლიოთეკაში. გარდა ამისა, ხელშეკრულება ერთობლივი პროექტების განხორციელებას ითვალისწინებს. |
|