18 ოქტომბერს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და სტამბულის ფათიჰის უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს ხელი მოაწერეს სტუ-ი რექტორმა არჩილ ფრანგიშვილმა და სტამბულის ფათიჰის უნივერსიტეტის რექტორმა შერიფ ალი თექალანმა.
ამავდროულად, შავი ზღვის უნივერსიტეტის დაფინანსებით ტექნიკურ უნივერსიტეტში გაიხსნა თანამედროვე სტანდარტების მიხედვით აღჭურვილი ენების ცენტრი, რომელიც მსურველთათვის უზრუნველყოფს თურქული ენის შემსწავლელ უფასო კურსებს. მომავალში ცენტრის საშუალებით შესაძლებელი იქნება სხვა უცხო ენების შესწავლაც.