|
22-05-2014, 19:01
დღეს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და სააქციო საზოგადოება “აიდიეს ბორჯომი საქართველოს” შორის მემორანდუმი გაფორმდა. ურთიერთთანამშრომლობის განვითარების მემორანდუმს ხელი მოაწერეს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა არჩილ ფრანგიშვილმა და სააქციო საზოგადოების გენერალურმა დირექტორმა ზაზა კიკვიძემ.
მემორანდუმი სტუ-ის სტუდენტებისთვის ითვალისწინებს: გამოყენებითი გეოლოგიის ორი წარჩინებული სტუდენტისთვის ყოველთვიურ სტიპენდიას 100 (ასი) ლარის ოდენობით, ბორჯომში 15-20 სტუდენტისთვის 1- ან 2-დღიანი პრაქტიკის გავლას, სტაჟირებას და ერთთვიან სასწავლო პრაქტიკას 2 ან 3 სტუდენტისთვის და მაგისტრატურის სასწავლო პროგრამის განახლებას კომპანიის სპეციალისტების კონსულტაციით. |
|