სტუ გაერთიანებული სამელიორაციო სისტემების კომპანიასთან ითანამშრომლებს » News.GTU.ge



«    ნოემბერი 2024    »
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
დაგვიკავშირდით

სტუ გაერთიანებული სამელიორაციო სისტემების კომპანიასთან ითანამშრომლებს სტუ
22-01-2015, 19:36
23 იანვარს, 11:00 საათზე, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლები ეწვევიან. ადმინისტრაციულ კორპუსში, გიორგი ნიკოლაძის სახელობის დარბაზში, გაფორმდება მემორანდუმი სსიპ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს - შპს საქართველოს გაერთიანებული სამელიორაციო სისტემების კომპანიის ურთიერთთანამშრომლობის შესახებ. ღონისძიებას დაესწრებიან საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია, მინისტრის მოადგილეები, სსიპ სამელიორაციო სისტემების მართვის კომპანიის დირექტორი ლევან დვალი.

მემორანდუმის თანახმად, საქართველოს გაერთიანებული სამელიორაციო სისტემების კომპანია ხელს შეუწყობს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აგროინჟინერიის, ნიადაგისა და წყლის რესურსების ინჟინერიის სპეციალობების სასწავლო-ტექნიკური ბაზის მოდერნიზაციას; სტუდენტების მიერ სასწავლო პრაქტიკის გავლას კომპანიაში, კონტრაქტორ სამშენებლო-საპროექტო ორგანიზაციებში; უნივერსიტეტის კურსდამთავრებულების სპეციალობის მიხედვით დასაქმებას კომპანიაში; გაუწევს შუამდგომლობას კონტრაქტორი ორგანიზაციების წინაშე და ხელს შეუწყობს აგროინჟინერიის, ნიადაგისა და წყლის რესურსების ინჟინერიის სპეციალობების სტუდენტების დასაქმებას კონტრაქტორ სამშენებლო-საპროექტო ორგანიზაციებში.

თავის მხრივ, სტუ მოამზადებს მაღალი დონის სპეციალისტებს აგროინჟინერიის, ნიადაგისა და წყლის რესურსების ინჟინერიის სპეციალობით.

საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლები აგრარული მეცნიერებებისა და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტის სტუდენტებს შეხვდებიან, დარგის პერსპექტივებზე ისაუბრებენ და ახალგაზრდების შეკითხვებს გასცემენ პასუხს.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში აგრარული მეცნიერებების და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტზე სტუდენტთა პირველი მიღება 2014-2015 წლისთვის განხორციელდა. ბაკალავრიატში პირველკურსელთა რაოდენობამ 650-ს მიაღწია. ამოქმედდა სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებიც. ფაკულტეტში გაერთიანებულია 8 საგანმანათლებლო პროგრამა: მეცხოველეობა, აგრონომია, ნიადაგისა და წყლის რესურსების ინჟინერია, აგრობიზნესის მენეჯმენტი, სასურსათო ტექნოლოგიები, სატყეო საქმე, აგრარული ტექნოლოგიები და აგროინჟინერია. მათგან 7 პროგრამა სახელმწიფოს მხრიდან სრულადაა დაფინანსებული.
 
 

ასევე:

  • აგრარული მეცნიერებების და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტის ახალი პერსპექტივები
  • ახალი ფაკულტეტის განვითარებისთვის 9 მილიონზე მეტი გამოიყოფა
  • სტუ კოოპერატივების განვითარების სააგენტოსთან ითანამშრომლებს
  • სტუ-ის სტუდენტებს წყალმომარაგების კომპანია დაასაქმებს
  • გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის სტიპენდია






  • 

    Wi-Fi
    UMTS
    WiMAX
    CDMA
    EDGE
    Cellular 3,5G
    HSPA
    Mobile WiMAX - 4G
    GSM
    GPRS



      ყველა უფლება დაცულია © Copyright 2009.
    GTU | ელ.ფოსტა: gtunews@gtu.ge