|
26-07-2011, 00:46
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა, უცხოელ სტუმრებთან ერთად კომპანია ”ალგორითმის” მიერ საერთაშორისო კომპანია ”ინტელთან”(INTEL) პარტნიორობის შედეგად აშენებული კომპიუტერული ქარხანა გახსნეს. მემორანდუმის თანახმად, რომელიც 2011 წლის იანვარში კომპანია ინტელსა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შორის გაფორმდა, აგრეთვე, გადამზადდა 50 ტრენერი. რომელიც თავის მხრივ გადაამზადებს 3500 მასწავლებელს. ქარხანაში ამ ეტაპზე პირველკალსელების კომპიუტერების აწყობა და პროგრამების ჩატვირთვა მიმდინარეობს. სწორედ, ამ ქარხანაში აწყობილ ნეტბუკებს - ”ბუკი” 2011-2012 სასწავლო წელს 60 000-მდე პირველკლასელი მიიღებს სახელმწიფოსგან საჩუქრად. პირველკლასელებისთვის კომპიუტერები კომპანია INTEL-თან თანამშრომლობით, მათივე პროგრამებით და ბავშვებისთვის შექმნილი თამაშებით, სპეციალურად საქართველოს სკოლებისთვის, საერთაშორისო ექსპერტების რეკომენდაციების საფუძველზე შეიქმნა.
ამჟამად ქარხანაში დასაქმებულია 100-მდე ადამიანი, მათ შორის ინფორმაციული ტექნოლოგიების პროფესიული კოლეჯის კურსდამთავრებულები, რომელთა საშუალო ხელფასი არის 700 ლარი.
ქარხანას აქვს რესურსი, წელიწადში გამოუშვას დაახლოებით მილიონამდე კომპიუტერი, რომელიც იძლევა შესაძლებლობას საქართველოში დამზადებული კომპიუტერების რეალიზაცია მოხდეს უცხოეთში. აღსანიშნავია რომ, ასეთი მასშტაბების ქარხანა მთელს ამიერკავკასიაში არის ერთადერთი.
ქარხანას მომავალში შეუძლია აწარმოოს ყველანაირი სახის კომპიუტერული ტექნიკა, რაც თავის მხრივ, ხელს შეუწყოს მეტი ადამიანის დასაქმებას და ბაზარზე კონკურენტუნარიანობის გაზრდას.
ქარხანას მაიკროსოფთისგან მიენიჭა DOEM სტატუსი, რაც გულისხმობს რომ ქარხანას შეუძლია მაიკროსოფთისგან მარტივად საბითუმო ფასში შეიძინოს ლიცენზირებული პროგრამული უზრუნველყოფა. მსგავსი სერვისი სარგებლობს ისეთი ბრენდები როგორიცაა HP, DELL, LENOVO და სხვა. ”Microsoft’’-სა და ,,Intel’’-თან გაფორმებული მემორანდუმების საფუძველზე აღნიშნული კომპანიები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სასწავლო მასალებითა და რესურსებითაც უზრუნველყოფენ.
ქარხანას აქვს შეტანილი აგრეთვე განაცხადი ISO სტანდარტზე. mes.gov.ge |
|