პროფესიულ განათლებაში სოციალური პარტნიორობის თაობაზე შეთანხმება დაიდო » News.GTU.ge



«    ნოემბერი 2024    »
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
დაგვიკავშირდით

პროფესიულ განათლებაში სოციალური პარტნიორობის თაობაზე შეთანხმება დაიდო სიახლე
29-07-2011, 23:49
პროფესიულ განათლებაში სოციალური პარტნიორობის პოლიტიკის განსაზღვრისა და პროფესიონალი კადრების დასაქმების მიზნით დოკუმენტი შეიქმნა, რომელსაც ხელი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა, საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარემ ირაკლი პეტრიაშვილმა და საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის პრეზიდენტმა ელგუჯა მელაძემ მოაწერეს.

საქართველოს მთავრობის ინიციატივით, პროფესიული განათლების განვითარებისა და პროფესიულ განათლებაში სახელმწიფო დაწესებულებების, დამსაქმებლების, პროფესიული კავშირების, არასამთავრობო სექტორისა და პროფესიული კოლეჯების კოორდინირებული მოქმედების უზრუნველყოფის მიზნით, პროფესიული განათლებისა და მომზადების ეროვნული პროფესიული საბჭო შეიქმნა. ხელმოწერილი დოკუმენტი სწორედ, საბჭოს მიერ არის შემუშავებული და მიზნად ისახავს პროცესში ჩართულ მხარეებს შორის პასუხისმგებლობების გამიჯვნას.

სამმხრივი დიალოგის რეჟიმში უნდა მოხდეს შრომის ბაზარზე მოთხოვნადი პროფესიების განვითარება, პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების პედაგოგთა და ტექნიკური პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლება, ახალი პროგრამების დანერგვა, შესაფერისი მატერიალურ-ტექნიკური ბაზის ჩამოყალიბება და შრომის უსაფრთხო პირობების შექმნა.

დოკუმენტში მკაფიოდაა ჩამოყალიბებული ყველა ის ვალდებულება, რაც პროცესში ჩართულ მხარეებს კერძოდ, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, პროფესიული კავშირებს, მათ გაერთიანებებსა და დამსაქმევლებს ევალებათ.
mes.gov.ge
 
 

ასევე:

  • პროფესიული კოლეჯების დაფინანსების სისტემა იცვლება
  • პროფესიულ განათლებაში დაგეგმილი სიახლეები
  • პროფესიული განათლების სფეროში რეფორმებს კონფერენცია მიეძღვნება
  • საქართველოში სარკინიგზო-ტექნიკური პროფესიული სასწავლებელი დაფუძნდება
  • პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე რეგისტრაცია დაიწყო






  • 

    Wi-Fi
    UMTS
    WiMAX
    CDMA
    EDGE
    Cellular 3,5G
    HSPA
    Mobile WiMAX - 4G
    GSM
    GPRS



      ყველა უფლება დაცულია © Copyright 2009.
    GTU | ელ.ფოსტა: gtunews@gtu.ge