10 აპრილს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში რეგიონალური ტრენინგი გაიმართება. პროექტის სახელწოდებაა „ლოგისტიკური პროცესები და საზღვაო მაგისტრალები II“.
აღნიშნული პროექტი ტრასეკას ფარგლებში განხორციელებული სამი ტექნიკური დახმარების პროექტის (შავი და კასპის ზღვების საზღვაო მაგისტრალები; საერთაშორისო ლოგისტიკური ცენტრები დასვლეთ NIS-ის (პოსტსაბჭოთა სივრცე) და კავკასიისთვის; საერთაშორისო ლოგისტიკური ცენტრები ცეტრლაური აზიის ქვეყნებისთვის) გაგრძელებას წარმოადგენს. პროექტი შავი და კასპიის ზღვების საზღვაო მაგისტრალების საპილოტე პროექტებისთვის ინვესტიციების მოზიდვას და ლოგისტიკური ცენტრების რეგიონალური ქსელის განვითარებას ითვალისწინებს.
ცნობისთვის, ტრასეკას (ევროპის და აზიის დამაკავშირებელი სატრანსპორტო დერეფანი) პროგრამა მიმართულია აღმოსავლეთ-დასავლეთის სატრასპორტო დერეფნის განვითარებისკენ, რომელიც სათავეს ევროპაში იღებს და სამხრეთ კავკასიის გავლით ცენტრალური აზიისკენ მიემართება. 1993 წლიდან პროგრამის ფარგლებში ბევრი საინვესტიციო და ტექნიკური დახმარების პროექტი განხორციელდა.
ტრენინგი საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში 12 აპრილს დასრულდება.