|
20-01-2010, 00:57
20 იანვარს, 18:00 საათზე, ბრიტანეთის საბჭო თბილისის პროფესიული სწავლების ცენტრ "იკარუსისა" და შოტლანდიის დანდის კოლეჯის წარმატებულ პარტნიორობას აღნიშნავს (მის.: მარშალ გელოვანის 4). ღონისძიება ტარდება ბრიტანეთის საბჭოს მიერ სამხრეთ აღმოსავლეთ ევროპის 18 ქვეყანაში მოქმედი 3-წლიანი რეგიონალური პროექტის Skills@Work (სამუშაო უნარები) ფარგლებში. პროექტი მიზნად ისახავს ეროვნული პროგრამების წახალისება-განვითარებას და მათ გაძლიერებას ევროკავშირის თემებისა და ინსტრუმენტების შესაბამისად. იგი აკავშირებს ცოდნის მიღებას, მუშაობას და მეწარმეობას სამხრეთ აღმოსავლეთ ევროპაში დიდ ბრიტანეთთან პარტნიორობის მეშვეობით, რათა გაუმჯობესდეს პროდუქტიულობა, შრომის ეფექტური მობილიზაცია და შრომის ბაზარზე კონკურენტუნარიანობა. პროექტი ეყრდნობა დიდი ბრიტანეთის გამოცდილებას ახალგაზრდების შესაძლებლობების, სათანადო უნარების და თავდაჯერებულობის განვითარების გამოწვევებთან დაკავშირებით, როგორ შეიძლება ისინი გახდნენ ევროპული შრომის ბაზარზე კონკურენტუნარიანნი. |
|