"რედისონში" გაიხსნება პირველი ეროვნული კონფერენცია "თამბაქო ან ჯანმრთელობა" » News.GTU.ge



«    ნოემბერი 2024    »
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
დაგვიკავშირდით

"რედისონში" გაიხსნება პირველი ეროვნული კონფერენცია "თამბაქო ან ჯანმრთელობა" სიახლე
19-02-2010, 00:46
19 თებერვალს, 12:00 საათზე, სასტუმრო "რედისონში” გაიხსნება პირველი ეროვნული კონფერენცია "თამბაქო ან ჯანმრთელობა”.
ორდღიანი კონფერენცია მიზნად ისახავს, თავი მოუყაროს საქართველოში არსებულ სამეცნიერო და პრაქტიკულ პოტენციალს თამბაქოს სფეროში, აგრეთვე რელევანტურ გამოცდილებას უცხოეთში, რათა განამტკიცოს მძლავრი თამბაქოს კონტროლის ღონისძიებები ჩვენს ქვეყანაში.
კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ალექსანდრე კვიტაშვილი, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი, საქართველოს პირველი ლედი სანდრა-ელისაბედ რულოვსი, საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ოთარ თოიძე და ასევე სხვადასხვა მეცნიერი და პრაქტიკოსი.
კონფერენციის ორგანიზატორები არიან საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო; საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო; ლ. საყვარელიძის სახელობის დაავდებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი; ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრი.
კონფერენციის დონორები არიან ტუბერკულოზის და ფილტვის დაავადებათა საერთაშორისო კავშირი; ბლუმბერგის ინიციატივა თამბაქოს მოხმარების შემცირებისთვის.
პირველი ეროვნული კონფერენცია "თამბაქო ან ჯანმრთელობა" 20 თებერვალს დაიხურება.
 
 

ასევე:

  • თბილისში ეროვნული საგანმანათლებლო კონფერენცია გაიმართება
  • დიმიტრი შაშკინი შეფასების ცენტრის საქმიანობის ანგარიშს დაესწრება
  • თამბაქოს კონტროლის ალიანსი თამბაქოს საწინააღმდეგო დღეს აღნიშნავს
  • ნარკოვითარებასთან დაკავშირებით კონფერენცია გაიმართება
  • ეროვნული გამოცდების საორგანიზაციო შტაბი შეიქმნა






  • 

    Wi-Fi
    UMTS
    WiMAX
    CDMA
    EDGE
    Cellular 3,5G
    HSPA
    Mobile WiMAX - 4G
    GSM
    GPRS



      ყველა უფლება დაცულია © Copyright 2009.
    GTU | ელ.ფოსტა: gtunews@gtu.ge