|
30-09-2009, 16:02
სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრი დიმიტრი შაშკინი საერთაშორისო ორგანიზაცია ”წითელი ჯვრის” დელეგაციის ხელმძღვანელს, არიან ტომბეს შეხვდა. სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს ცნობით, შეხვედრაზე პატიმართა ჯანდაცვის სისტემაში მიმდინარე რეფორმებსა და მომავალ თანამშრომლობაზე იმსჯელეს. დღესვე დიმიტრი შაშკინი საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდება და სამინისტროს მუშაობის შედეგებს გააცნობს. |
|