განათლებისა და მეცნიერების მინისტრად დიმიტრი შაშკინი ინიშნება » News.GTU.ge



«    ნოემბერი 2024    »
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
დაგვიკავშირდით

განათლებისა და მეცნიერების მინისტრად დიმიტრი შაშკინი ინიშნება სიახლე
7-12-2009, 22:14
/GHN/ განათლებისა და მეცნიერების მინისტრად სასჯელაღსრულების, იურიდიული დახმარებისა და პრობაციის მინისტრი დიმიტრი შაშკინი ინიშნება. როგორც მთავრობის კანცელარიაში გამართულ პრესკონფერენციაზე პრემიერ-მინისტრმა ნიკოლოზ გილაურმა განაცხადა, განათლების უკვე ყოფილმა მინისტრმა ნიკოლოზ გვარამიამ რამდენიმე თვის წინ უცხოეთში სასწავლებლად წასვლის სურვილი გამოთქვა, თუმცა, ამ თვეების განმავლობაში იგი მუშაობას აღნიშნულ პოსტზე პრემიერის თხოვნით აგრძელებდა.
როგორც შაშკინმა განაცხადა, ყველა რეფორმა, რომელიც დაწყებულია, აუცილებლად გაგრძელდება და დაჩქარდება კიდეც. პრემიერ-მინისტრი შაშკინს განათლების მინისტრის პოსტზე უახლოეს დღეებში ოფიციალურად წარადგენს. სასჯელაღსრულების მინისტრის მოვალეობას კი დროებით მინისტრის პირველი მოადგილე შეასრულებს.
გილაურმა გვარამიას მუშაობის პერიოდი წარმატებულად შეაფასა და აღნიშნა, რომ ამ პოსტზე შაშკინი დაინიშნება, რომელსაც საუკეთესო მენეჯმენტისა და დიალოგის კარგად წარმართვის გამოცდილება აქვს. პრემიერის განცხადებით, განათლების სამინისტრო საკმაოდ რთული და ერთ-ერთი წამყვანი სამინისტროა საქართველოში. მან შაშკინს ამ სამინისტროს ხელმძღვანელის პოსტზე წარმატებები უსურვა.
 
 

ასევე:

  • დიმიტრი შაშკინი საქართველოს რეგიონის სკოლების დირექტორებს შეხვდა
  • დიმიტრი შაშკინი ~წითელი ჯვრის~ დელეგაციის ხელმძღვანელს შეხვდა
  • განათლების მინისტრი აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველს შეხვდა
  • შაშკინი: აბიტურიენტებმა შარშანდელზე უკეთესი მაჩვენებელი გამოავლინეს
  • განათლების სამინისტრო ახალ პროექტს იწყებს






  • 

    Wi-Fi
    UMTS
    WiMAX
    CDMA
    EDGE
    Cellular 3,5G
    HSPA
    Mobile WiMAX - 4G
    GSM
    GPRS



      ყველა უფლება დაცულია © Copyright 2009.
    GTU | ელ.ფოსტა: gtunews@gtu.ge