შაშკინი: აბიტურიენტებმა შარშანდელზე უკეთესი მაჩვენებელი გამოავლინეს » News.GTU.ge



«    ნოემბერი 2024    »
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
დაგვიკავშირდით

შაშკინი: აბიტურიენტებმა შარშანდელზე უკეთესი მაჩვენებელი გამოავლინეს სიახლე
27-08-2011, 01:01
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა მთავრობის სხდომაზე საგანმანათლებლო სისტემაში განხორციელებული რეფორმების შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრ ნიკოლოზ გილაურს ანგარიში ჩააბარა. შაშკინმა წარმატებული უწოდა განათლების სისტემაში განხორციელებულ რეფორმებს და აღნიშნა, რომ ამ მიმართულებით სახელმწიფო მართებულ პოლიტიკას ატარებს.

დიმიტრი შაშკინმა კმაყოფილება გამოთქვა ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ აბიტურიენტებმა, შარშანდელთან შედარებით, წელს უკეთესი შედეგები აჩვენეს.

"აბიტურიენტებმა გამოავლინეს უკეთესი აკადემიური მაჩვენებელი, ვიდრე შარშან, რაც პირდაპირ უკავშირდება საატესტაციო გამოცდების შემოღებას", - აღნიშნა შაშკინმა.

შაშკინმა ისაუბრა სასერთიფიკაციო გამოცდებზედაც და აღნიშნა, რომ მასწავლებელთა სასერთიფიკაციო გამოცდამ წარმატებით ჩაიარა.

" წელს მეტი სერთიფიცირებული მასწავლებელო გვყავს, ვიდრე შარშან, რაც იმაზე მეტყველებს, რომ სახელმწიფო პოლიტიკა იყო მართებული. მასწავლებლებმაც გაითვალისწინეს მოტივაცია, რომელიც სასერთიფიკაციო გამოცდებში იყო ჩადებული. ამირტომაც წელს 2-ჯერ მეტმა პედაგოგმა ჩააბარა გამოცდები წარმატებით, რისთვისაც მათ ხელფასზე 75- ლარიანი დანამატი დაენიშნებათ", - განაცხადა შაშკინმა.

მინისტრმა განაცხადა, რომ სასკოლო სახელმძღვანელობი პირველიდან მე-6 კლასის ჩათვლით 10 ლარზე მეტი არ ეღირება.

"ამაზე ძალიან მკაცრი კონტროლი დაწესდება. ზოგიერთ სახელმძღვანელოზე სახელმწიფოს ჩარევის შედეგად მოხდა 200-300 %-იანი ფასდაკლება. ეს ნებისმერი ადამიანისთვის დიდი შეღავათი იქნება. სპეკულაციას ვერაფერს ვუზამთ, ყოველთვის იქნებიან ადამიანები, რომლებიც სპეკულაციით იქნებიან დაკავებულნი, თუმცა ჩვენი მოვალეობაა, რომ მოქალაქეებმა იცოდნენ - საქართველოს მასშტაბით 150 მაღაზიაში სახელმძღვანელობის შეძენა შეუძლიათ დაპირებულ ფასში, ანუ 10 ლარზე ნაკლებად", - განაცხადა შაშკინმა.

მინისტრის თქმით,ზაფხულის განმავლობაში ბევრი რამ გაკეთდა სასწავლო დაწესებულებების რემონტისა და ინფრასტრუქტურის მოწყობის თვალსაზრისითაც.

"350 სკოლაში ახლაც მიმდინარეობს სარეაბილიტაციო სამუშაო, შენდება 12 ახალი სკოლა. ამდენი სკოლა ერთად ბოლო 20 წლის განმავლობაში არ აშენებულა", - განმარტა განათლების მინისტრმა.

მთავრობის სხდომაზე მინისტრმა აღიშნა, საქართველოს ისტორიაში პირველად "დედა ენა" სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე დაიბეჭდება. მისი განმარტებით, სომხურ- და აზერბაიჯანულენოვანი მოსახლეობისთვის "დედა ენის" დაბეჭვდა სტამბებში 29 აგვისტოდან დაიწყება.

"პირველად საქართველოს ისტორიაში, ჩვენი სომეხი და აზერბაიჯანელი წარმოშობის მოქალქეებისთვის, შეიქმნა "დედა ენა" ახალი სტანდარტით. მის შექმნაში მონაწილეობდნენ როგორც უცხოელები, ისე 4 ქართველი სპეციალისტი. ეს არის თანამედროვე სახელმძღვანელო თავისი აუდიო- და ვიდეომასალით", - განმარტა შაშკინმა.

მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ წლის ბოლომდე საქართველოში ორი პროფსასწავლებელი გაიხსნება. ერთი პროფსასწავლებელი იქნება ფოთში, მეორე კი - ქობულეთში.

"5 სექტემბერს გაიხსნება დიდი პროფსასწავლებელი ფოთში, რომელიც მთლიანად მოემსახურება ანაკლიას, ნოემბერში კი პროფსასწავლებლის გახსნა იგეგმება ქობულეთში და ის იქნება ერთ-ერთი საუკეთესო, არა მარტო საქართველოში, არამედ მთლიანად რეგიონში", - განმარტა შაშკინმა.
 
 

ასევე:

  • საქართველოს გერმანიისა და საფრანგეთის მსგავსი განათლების სისტემა ექნება
  • სასერთიფიკაციო გამოცდა მასწავლებელთა 89 პროცენტმა ვერ ჩააბარა
  • დიმიტრი შაშკინმა პარლამენტარებს სამინისტროს პრიორიტეტები წარუდგინა
  • დიმიტრი შაშკინმა საერთაშორისო კონფერენცია გახსნა
  • უმაღლესი სასწავლებლების ლიცენზირების პრინციპი უქმდება






  • 

    Wi-Fi
    UMTS
    WiMAX
    CDMA
    EDGE
    Cellular 3,5G
    HSPA
    Mobile WiMAX - 4G
    GSM
    GPRS



      ყველა უფლება დაცულია © Copyright 2009.
    GTU | ელ.ფოსტა: gtunews@gtu.ge