საქართველოს გერმანიისა და საფრანგეთის მსგავსი განათლების სისტემა ექნება » News.GTU.ge



«    ნოემბერი 2024    »
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
დაგვიკავშირდით

საქართველოს გერმანიისა და საფრანგეთის მსგავსი განათლების სისტემა ექნება ---
26-03-2011, 02:37
2015 წლიდან საქართველოს ისეთივე განათლების სისტემა ექნება, როგორიც გერმანიისა და საფრანგეთს. ამის შესახებ სამთავრობო დებატების ფარგლებში პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა განაცხადა.

"2011 წლის 15 სექტემბრიდან შემოდის ახალი ეროვნული სასწავლო გეგმა. ეს არის ორიენტირებული განათლების ხარისხზე და ის მოგვცემს შესაძლებლობას, რომ მივიღოთ შედეგი, რომელსაც ველოდებით. 2015 წელს გვექნება ისეთივე განათლების სისტემა, როგორიც არის გერმანიაში, საფრანგეთში და ა. შ.", - აღნიშნა შაშკინმა.

მისი განმარტებით, ძველი ეროვნული სასწავლო გეგმა გარკვეულ კომპონენტებს არ ითვალისწინებდა, რაც ძალიან ხშირად იწვევდა გაუგებრობას.

"ეს იყო შეცდომა, რომელიც უნდა გამოვასწოროთ", - განმარტა მინისტრმა.

დიმიტრი შაშკინმა პარლამენტში გამოსვლისას რამდენიმე პროფესიული სასწავლებლის დახურვაზედაც ისაუბრა და განაცხადა, რომ ამ სასწავლებლების დახურვა მათმა არარენტაბელურობამ განაპირობა. როგორც მინისტრმა აღნიშნა, ეს საკითხი ფრაქცია “ქრისტიან-დემოკრატების” ლიდერ გიორგი ახვლედიანს არაერთხელ გაუპროტესტებია. მინისტრის განმარტებით, დაიხურა არა პროფსასწავლებლები, არამედ ეგრეთ წოდებული „პტუ“, რადგან სახელმწიფო თანამედროვე სტანდარტების პროფესიული სასწავლებლებს აშენებს.

მისი თქმით, იგი მცხეთის პროფსასწავლების დახურვისთვის არაერთხელ გაუკრიტიკებიათ.

“არ არის საჭირო პროფსასწავლებელი, სადაც ბავშვები არ სწავლობენ. შესაბამისად, პროფსასწავლებელი იქ უნდა არსებობდეს, სადაც ბავშვები დადიან. თუ იქ ისტორიული მუზეუმია საჭირო, მაშინ შენობაზე კომპეტენტური კულტურის სამინისტრო უნდა იყოს”, —დასძინა დიმიტრი შაშკინმა.

განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა აღნიშნა ისიც, რომ საქართველოში სახელმძღვანელოები 10 ლარზე მეტი აღარ ეღირება.

" გავაკეთებთ ყველაფერს, რომ არც ერთი სახელმძღვანელო არ ღირდეს 10 ლარზე მეტი და ამისთვის კანონი უკვე მიღებულია. ეს არის ჩვენი ამოცანა", - განმარტა შაშკინმა სამთავრობო დებატების ფარგლებში პარლამენტში გამოსვლისას.

მისი განმარტებით, მთავრობა იძულებული გახდა ამ პროცესში ჩარეულიყო, რადგან გამომცემლებმა ბავშვების განათლებას 300 %-იანი მოგების მიღება არჩიეს.

"ჩემთვის, როგორც ადამიანისთვის, რომლისთვისაც მემარჯვენე ოდეოლოგია, არის ძალიან მნიშვნელოვანი, იდეოლოგიურად ეს იყო რთული გადაწყვეტილება, მაგრამ უფრო მნიშვნელოვანია ჩვენი საზოგადოების კეთილდღეობა, ვიდრე პირადად ჩემი იდეოლოგია _ სახელმწფო ხდება თანამფლობელი, თანამესაკუთრე სახელმძღვანელოების და თუკი ერთი გამომცემელი გადაწყვეტს, რომ მას უნდა 300 %-იანი მოგების ნახვა ბავშვების და მშობლების ხარჯზე, სახელმწიფო გამოიყენებს თავის უფლებას. დამერწმუნეთ, ბევრი იქნება ისეთი სტამბა, რომელიც 20-30 %-იან მოგებაზე დათანხმდება", - აღნიშნა შაშკინმა.


დიმიტრი შაშკინმა ისაუბრა იმაზედაც, რომ მიმდინარე წლის სექტემბრამდე საქართველოში კიდევ 500 ინგლისურენოვანი პედაგოგი ჩამოვა. განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ინფორმაციით, მომავალი 5 წლის განმავლობაში ქართველ ბავშვებს ინგლისურს უცხოეთიდან ჩამოსული 10 ათასი პედაგოგი შეასწავლის.

"ჩვენ ჩამოვიყვანეთ 1000 პედაგოგი საზღვარგარეთიდან. ისინი ქართველ მასწავლებლებს და ბავშვებს განათლების მიღებაში ეხმარებიან. სექტემბერში მათ რიცხვი 1500-მდე გაიზრდება. დაახლოებით 10 ათასი კაცი იქნება მომავალი 5 წლის განმავლობაში", - აღნიშნა შაშკინმა სამთავრობო დებატების ფარგლებში პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას.


განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა იმ საკითხზე, რომ საქართველოში ლინგვისტური რევოლუცია მოხდა.

"ჩვენ ვართ მომსწრეები საქართელოში ლინგვისტური რევოლუციის - საატესტატო გამოცდებზე 2/3-მა აირჩია ინგლისური ენა, როცა ერთიან ეროვნულ გამოცდებზედაც კი, ინგლისურ-რუსულის თანაფარდობა იყო დაახლოებით 47 % - 47 %-თან", - განაცხადა სამთავრობო დებატების ფარგლებში პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა.

მინისტრი ვარაუდობს, რომ ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის უცხო ენად ინგლისურის ჩაბარებას აბიტურიენტთა 90-95 % აირჩევს.
 
 

ასევე:

  • შაშკინი: აბიტურიენტებმა შარშანდელზე უკეთესი მაჩვენებელი გამოავლინეს
  • განათლების სამინისტრო ახალ პროექტს იწყებს
  • უმაღლესი სასწავლებლების ლიცენზირების პრინციპი უქმდება
  • დიმიტრი შაშკინმა პარლამენტარებს სამინისტროს პრიორიტეტები წარუდგინა
  • დიმიტრი შაშკინმა საერთაშორისო კონფერენცია გახსნა






  • 

    Wi-Fi
    UMTS
    WiMAX
    CDMA
    EDGE
    Cellular 3,5G
    HSPA
    Mobile WiMAX - 4G
    GSM
    GPRS



      ყველა უფლება დაცულია © Copyright 2009.
    GTU | ელ.ფოსტა: gtunews@gtu.ge