რეგიონული განვითარების პერსპექტივების თემაზე კონფერენცია გაიმართება » News.GTU.ge



«    ნოემბერი 2024    »
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
დაგვიკავშირდით

რეგიონული განვითარების პერსპექტივების თემაზე კონფერენცია გაიმართება სიახლე
27-08-2010, 01:27
27 აგვისტოს სასტუმრო "თბილისი მარიოტში" გაიმართება საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტისა და გერმანიის ტექნიკური თანამშრომლობის საზოგადოების ერთობლივი საერთაშორისო კონფერენცია - "რეგიონული განვითარების პერსპექტივები სამხრეთ კავკასიაში: გამოწვევები და შესაძლებლობები".

როგორც საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში აცხადებენ, კონფერენციის მიზანია, სამხრეთ კავკასიის რეგიონის მასშტაბით ადგილობრივი თვითმმართველობის განვითარების პერსპექტივების ხელშეწყობა, აქტიური თანამშრომლობის სტიმულირება და შემდგომი განვითარების პერსპექტივების ჩამოყალიბება.

კონფერენციას საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის რექტორი გიორგი მარგველაშვილი გახსნის. კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის, თვითმმართველობისა და მაღალმთიანი რეგიონების კომიტეტის, რეგიონული განვითარების სამსახურებისა და ეფექტიანი მმართველობის სისტემის და ტერიტორიული მოწყობის რეფორმის ცენტრის (CEGSTAR), გაეროს განვითარების ფონდის (UNDP), ეკონომიკის სამინისტროს, პრემიერ-მინისტრის კანცელარიის, რეგიონული განვითარების სამინისტროს, ეკონომიკური და სოციალური კვლევების კავკასიის ინსტიტუტისა და საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის ეროვნული ასოციაციის წარმომადგენლები.

კონფერენციის ბოლოს გაფორმდება ოთხმხრივი მემორანდუმი საქართველოს საზოგადოებირვ საქმეთა ინსტიტუტს, სომხეთის მუნიციპალური ადმინისტრირების აკადემიას, სომხეთის თემთა კავშირსა და საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის ეროვნული ასოციაციის წარმომადგენლებს შორის.

მემორანდუმის მიზანია, ერთობლივი ინიციატივების განხორციელება და ქსელური თანამშრომლობის ჩამოყალიბება სომხეთისა და საქართველოს თვითმმართველობათა თანამშრომლობის გაღრმავებისთვის.
 
 

ასევე:

  • სტუ-ში დავით ნარმანიასთან შეხვედრა გაიმართა
  • კიბერდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებზე კონფერენცია გაიმართება
  • “ქორთიარდ მარიოტში” სტუდენტური კონფერენცია გაიმართება
  • საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის კურსდამთავრებულებს დააჯილდოებენ
  • თბილისში გაიმართება კონფერენცია "ელექტრონული სწავლება კავკასიაში - 2010"






  • 

    Wi-Fi
    UMTS
    WiMAX
    CDMA
    EDGE
    Cellular 3,5G
    HSPA
    Mobile WiMAX - 4G
    GSM
    GPRS



      ყველა უფლება დაცულია © Copyright 2009.
    GTU | ელ.ფოსტა: gtunews@gtu.ge