სტუ-ში დავით ნარმანიასთან შეხვედრა გაიმართა » News.GTU.ge



«    ნოემბერი 2024    »
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
დაგვიკავშირდით

სტუ-ში დავით ნარმანიასთან შეხვედრა გაიმართა სტუ
15-03-2014, 17:37
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიზნეს-ინჟინერინგის ფაკულტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ცენტრის მოწვევით გაიმართა შეხვედრა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრთან, დავით ნარმანიასთან. შეხვედრა 14 მარტს გაიმართა.

სტუმარმა საჯარო მმართველობის სპეციალობის სტუდენტებს, მაგისტრანტებსა და დოქტორანტებს გააცნო საქართველოს მთავრობის ღონისძიებები ადგილობრივი თვითმმართველობის განვითარების დასახული პროგრამისა და პერსპექტივების თაობაზე; დეტალური ინფორმაცია მიაწოდა მათ ადგილობრივი თვითმმართველობის კანონში შეტანილი ცვლილებებისა და დამატებების შესახებ. სტუდენტების შეკითხვებს ნარმანიამ დეტალურად უპასუხა.

შეხვედრაზე უნივერსიტეტის რექტორმა არჩილ ფრანგიშვილმა ისაუბრა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსა და ტექნიკური უნივერსიტეტის თანამშრომლობის თაობაზე, მადლობა გადაუხადა მინისტრს იმ დახმარებისათვის, რაც ორი უმაღლესი დონის აპარატურით აღჭურვილი ლაბორატორიის შექმნაში გამოიხატა.

მინისტრმა მზადყოფნა გამოთქვა, კვლავაც აქტიურად ითანამშრომლოს უნივერსიტეტთან, შესაძლებლობის ფარგლებში შეხვდეს სტუდენტებს და დიალოგი გამართოს მათთან.

შეხვედრის დასასრულს ნარმანიამ უნივერსიტეტის ბიბლიოთეკას, ბიზნეს-ინჟინერინგის ფაკულტეტსა და საჯარო მმართველობისა და ელექტრონული ბიზნესის დეპარტამენტს საჩუქრად გადასცა თავისი და ნინო ზარნაძის ერთობლივი წიგნის “საზოგადოებრივი ადმინისტრირების საფუძვლები და საზოგადოებრივი ადმინისტრირება საქართველოში“ რამდენიმე ეგზემპლარი, ასევე, მისი მონაწილეობით შექმნილი წიგნები : “ევროინტეგრაციისა საკითხები-ვიშეგრადის ქვეყნები და სამხრეთ კავკასია“ და “აღმოსავლეთ პარტნიორობა“ და საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური პოლიტიკა“.

ბიზნეს-ინჟინერინგის ფაკულტეტის დეკანმა რუსუდან ქუთათელაძემ და დეპარტამენტის ხელმძღვანელმა გენადი იაშვილმა მადლობა გადაუხადეს დავით ნარმანიას სტუმრობისა და საჩუქრად გადაცემული წიგნებისათვის.
 
 

ასევე:

  • ტექნიკურ უნივერსიტეტში გიორგი ვოლსკისთან შეხვედრა გაიმართა
  • სტუ-ში ეკონომიკური პროცესების მოდელირების ლაბორატორიის პრეზენტაცია გაიმართა
  • რეგიონული განვითარების პერსპექტივების თემაზე კონფერენცია გაიმართება
  • სტუ-ის სტუდენტებს სიგელები გადაეცათ
  • ქართული ენის მოსამზადებელი ჯგუფების სტუდენტებთან შეხვედრა გაიმართა






  • 

    Wi-Fi
    UMTS
    WiMAX
    CDMA
    EDGE
    Cellular 3,5G
    HSPA
    Mobile WiMAX - 4G
    GSM
    GPRS



      ყველა უფლება დაცულია © Copyright 2009.
    GTU | ელ.ფოსტა: gtunews@gtu.ge