|
23-04-2014, 17:38
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიზნეს-ინჟინერინგის ფაკულტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის კვლევის ცენტრის მოწვევით გაიმართა შეხვედრა საქართველოს პარლამენტის „ქართული ოცნების“ ფრაქციისა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისიის თავმჯდომარესთან, გიორგი ვოლსკისთან.
ვოლსკიმ საჯარო მმართველობის სპეციალობის სტუდენტებს, მაგისტრანტებსა და დოქტორანტებს მიაწოდა ინფორმაცია საქართველოს პარლამენტში მიმდინარე კანონშემოქმედებითი საქმიანობის თაობაზე, იმ კანონპროექტების განხილვის მიმდინარეობაზე, რომლებიც საზოგადოების მაღალ ინტერესს იწვევს. სტუდენტთა და პარლამენტის წევრის დიალოგი აქტიურად და საინტერესოდ წარიმართა.
გიორგი ვოლსკიმ მზადყოფნა გამოთქვა კვლავაც აქტიურად ითანამშრომლოს უნივერსიტეტთან, შესაძლებლობის ფარგლებში შეხვდეს და ესაუბროს სტუდენტებს. ბიზნეს-ინჟინერინგის ფაკულტეტის დეკანმა რუსუდან ქუთათელაძემ და საჯარო მმართველობისა და ელექტრონული ბიზნესის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა გენადი იაშვილმა მადლობა გადაუხადეს გიორგი ვოლსკის სტუმრობისათვის. |
|