სტუ-ში ტარდება კონფერენცია "ხელისუფლება და საზოგადოება - 2013” » News.GTU.ge



«    ნოემბერი 2024    »
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
დაგვიკავშირდით

სტუ-ში ტარდება კონფერენცია "ხელისუფლება და საზოგადოება - 2013” სტუ
15-11-2013, 19:34
ხვალ, 16 ნოემბერს, 11:00 საათზე, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ტარდება ყოველწლიური საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია "ხელისუფლება და საზოგადოება - 2013". ღონისძიების ორგანიზატორია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიზნეს-ინჟინერინგის ფაკულტეტის საჯარო მმართველობისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტი.

ღონისძიების ორგნიზატორთა განცხადებით, 10:00 საათზე დაიწყება კონფერენციის მონაწილეთა რეგისტრაცია ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციული კორპუსის მცირე სააქტო დარბაზში (კოსტავას 77, სააკაძის მოედანი).

კონფერენციის გახსნის ცერემონიალის შემდეგ, 12:00 საათიდან, დაიწყება სექციების მუშაობა. კონფერენციის ფარგლებში, იმუშავებს შემდეგი სესიები: “საჯარო მმართველობისა და საჯარო პოლიტიკის თეორია, პრაქტიკა, მეთოდოლოგია”, “დიპლომატია”, “ისტორიის პოლიტიკურ-ეკონომიკური და ფილოსოფიური გაკვეთილები”, “საჯარო მმართველობისა და სახელმწიფო მართვის სამართლებრივი საფუძვლები”, “საჯარო მმართველობისა და სახელმწიფო მართვის ეკონომიკური საკითხები”, “პოლიტიკა, ენა, კულტურა”, “სახელმწიფო და რელიგია”.
 
 

ასევე:

  • სტუ-ის ბიზნეს-ინჟინერინგის ფაკულტეტზე სამეცნიერო კონფერენცია ტარდება
  • ბიზნეს-ინჟინერინგის ფაკულტეტზე სამეცნიერო კონფერენცია ტარდება
  • სტუ-ში ტარდება საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია “მსოფლიო და კავკასია“
  • სტუ-ში ტარდება საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია “მსოფლიო და კავკასია“
  • სტუ და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო მემორანდუმს გააფორმებენ






  • 

    Wi-Fi
    UMTS
    WiMAX
    CDMA
    EDGE
    Cellular 3,5G
    HSPA
    Mobile WiMAX - 4G
    GSM
    GPRS



      ყველა უფლება დაცულია © Copyright 2009.
    GTU | ელ.ფოსტა: gtunews@gtu.ge