|
26-11-2011, 01:47
დღეს, 26 ნოემბერს, 10:00 საათზე, საქართველოს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიზნეს-ინჟინერინგის ფაკულტეტზე, ყოველწლიური სამეცნიერო კონფერენცია ტარდება. კონფერენციას ატარებენ ტექნიკური უნივერსიტეტის ბიზნეს-ინჟინერინგის ფაკულტეტი, ღია დიპლომატიის ასოციაცია და სამეცნიერო ჟურნალის - "ხელისუფლება და საზოგადოება (ისტორია, თეორია, პრაქტიკა)" - რედაქცია.
კონფერენციაზე იმუშავებს სექციები: "სახელმწიფო მართვისა და საჯარო პოლიტიკის თეორია და მეთოდოლოგია"; "დიპლომატიის ისტორია, თეორია, პრაქტიკა"; "ისტორიის პოლიტიკურ-ეკონომიკური და ფილოსოფიური გაკვეთილები"; "სახელმწიფო მართვის სამართლებრივი საფუძვლები"; "სახელმწიფო მართვის ეკონომიკური საკითხები"; "პოლიტიკა და კულტურა"; "სახელმწიფო და რელიგია".
კონფერენციის სამუშაო ენებია ქართული, ინგლისური, რუსული, თურქული. |
|