საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიზნეს-ინჟინერინგის ფაკულტეტის საინჟინრო ეკონომიკის დეპარტამენტთან ახლად შექმნილი ,,ეკონომიკური პროცესების მოდელირების“ ლაბორატორიის პრეზენტაცია გაიმართა.
ლაბორატორიის მიზანია, სტუდენტებს განუვითაროს ეკონომიკურ-მათემატიკური აზროვნების უნარ-ჩვევები. ლაბორატორია სტუდენტებს მიკრო- და მაკროეკონომიკური მოდელებისა და ეკონომიკური სისტემების შექმნაში დაეხმარება.
ლაბორატორიის პრეზენტაციაზე დამსწრე სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლების აზრით, ეკონომიკური პროცესების მოდელირების სწავლება ეფექტურია, რაც შრომის ბაზარზე მათ კონკურენტუნარიანობას აამაღლებს.
ეკონომიკური პროცესების მოდელირების ლაბორატორიის პრეზენტაციას ესწრებოდნენ სტუ-ის რექტორის მოადგილე ზურაბ გასიტაშვილი, პროფესორები: ლევან იმნაიშვილი, დავით იაკობიძე, მერაბ ახობაძე, ალექსანდრე სიჭინავა, ივერ კაკუბავა, პარმენ ლემონჯავა, სულხან ხუციშვილი, ტარიელ კიკვაძე, თამარ აბუაშვილი, ნატო გეგენავა, დავით გეგია და სხვები.