|
18-05-2010, 14:03
დღეს, 18 მაისს, 13:00 საათზე, სტუ-ში გაიმართა ტრადიციული online--სემინარი თემაზე: "მართვის სისტემების უნიფიცირებული მოდელირების სოციალური ასპექტები".
სოციალური სისტემების (ეკონომიკური, იურიდიული, ინფორმაციული, ლინგვისტური) ფართო სპექტრის ანალიზის მაგალითზე განიხილებოდა ამ სისტემების ინფორმაციული მოდელირების პრობლემები და ამ სისტემებისთვის ოპტიმიზაციის მეთოდების გამოყენება.
სემინარს უძღვებოდა კომპიუტერული სისტემებისა და ქსელების მიმართულების პროფესორი პავლე ასათიანი.
სემინარები, ტრადიციულად, ტარდება ყოველ სამშაბათს, 13:00 საათზე (სტუ, მე-6 კორპუსი, VIII სართული, 805 ბ აუდიტორია). თემები რამდენიმე დღით ადრე წინასწარ ცხადდება # 89 მიმართულების ვებგვერდზე: http://www.gtu.ge/kat89. პროექტების მენეჯმენტი საქართველოს რეალობაში. |
|