|
4-05-2010, 02:22
დღეს, 4 მაისს, 13:00 საათზე, სტუ-ში გაიმართება ტრადიციული online-სემინარი თემაზე: IT-კომპანიებში არსებული პრაქტიკული საკითხების გადაწყვეტის მეთოდები. სემინარს გაუზგვებიან მოწვეული სპეციალისტები კომპანია “საატეკიდან” – “საატეკის” დირექტორი მირიან ნადარაია და ამავე კომპანიის გენერალური მენეჯერი გიორგი გორდელაძე. სემინარზე განიხილება შემდეგი საკითხები: ხელშეკრულება (მისი შედგენის წესი და რეალური მდგომარეობა); პროტოტიპის შექმნის აუცილებლობა (არსებული მეთოდები და ბაზარზე არსებული რეალობა); Usability (ანუ მომხმარებელზე ორიენტირებული ვებგვერდები თუ სისტემები); SEO (Search Engine Optimization) _ მეთოდები და რეალობა.
სემინარები, ტრადიციულად, ტარდება ყოველ სამშაბათს, 13:00 საათზე (სტუ, მე-6 კორპუსი, VIII სართული, 805 ბ აუდიტორია). თემები რამდენიმე დღით ადრე წინასწარ ცხადდება # 89 მიმართულების ვებგვერდზე: http://www.gtu.ge/kat89. პროექტების მენეჯმენტი საქართველოს რეალობაში. |
|