2011 წლიდან აბიტურიენტებს 10 გამოცდის ჩაბარება მოუწევთ » News.GTU.ge



«    ნოემბერი 2024    »
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
დაგვიკავშირდით

2011 წლიდან აბიტურიენტებს 10 გამოცდის ჩაბარება მოუწევთ სიახლე
13-01-2010, 01:07
/GHN/ საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, განათლების სისტემის სავალალო მდგომარეობის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ უმაღლესში ჩასაბარებლად ძირითადი სასკოლო საგნები ბავშვებს არ სჭირდებათ. ამის შესახებ სააკაშვილმა ბათუმის მესამე საჯარო სკოლის პედაგოგებთან შეხვედრისას განაცხადა.
პრეზიდენტის ინიციატივით, 2011 წლიდან, ვისაც უმაღლესში ჩაბარება სურს, ჩასაბარებელი ექნება სამის ნაცვლად 10 გამოცდა და ეს იქნება პარალელურად გამოცდები სკოლის ატესტატისთვის.
საქართველოს პრეზიდენტმა ხაზგამით აღნიშნა, რომ უნდა აღდგეს სკოლის ატესტატის პრესტიჟი და უნდა აღდგეს მთავარი საგნების პრესტიჟი სკოლაში.
"დღესვე მინდა ვუთხრა ყველას: 2011 წლიდან ვერავინ გამოძვრება ამ მარტივი გამოცდებით. ვისაც უმაღლესში ჩაბარება სურს, ჩასაბარებელი ექნება გამოცდები უმთავრეს დისციპლინებში, იქნება სამის ნაცვლად 10 გამოცდა და ეს იქნება პარალელურად გამოცდები სკოლის ატესტატისთვის. მინიმალური კომპეტენტურობა გვექნება 15 ქულა მაინც", _ განაცხადა სააკავილმა და დაძინა, რომ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ძველ სისტემას ვაბრუნებთ.
"10-ვე გამოცდა ჩატარდება არა სკოლებში, არამედ დიდ საგამოცდო ცენტრებში და ამ 10 საგანში აუცილებლად შევა ფიზიკა, მათემატიკა, ქიმია და კომპიუტერი", _ განაცხადა სააკაშვილმა.
 
 

ასევე:

  • დიმიტრი შაშკინი 300-მდე მეთერთმეტეკლასელს შეხვდა
  • განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ახალი მინისტრი ჰყავს
  • არაქართულენოვან სკოლებში საგნების 30 პროცენტი ქართულად უნდა ისწავლებოდეს
  • პრეზიდენტმა ტექნიკური საგნების სწავლის აუცილებლობაზე ისაუბრა
  • საატესტატო გამოცდები დასრულდა






  • 

    Wi-Fi
    UMTS
    WiMAX
    CDMA
    EDGE
    Cellular 3,5G
    HSPA
    Mobile WiMAX - 4G
    GSM
    GPRS



      ყველა უფლება დაცულია © Copyright 2009.
    GTU | ელ.ფოსტა: gtunews@gtu.ge