|
12-11-2009, 14:36
საფრანგეთში, დახურულ ჩვენებაზე, კონცეფტუალური სედანი Bugatti Galibier 16C წარმოადგინეს. “Motor Authority”-ის ინფორმაციით, ალუმინისა და კარბონისგან შექმნილი მანქანა ყველაზე მსუბუქია წარმოდგენილი სედანების კლასში. წინასწარი მონაცემებით, ავტომობილი აღჭურვილია Veyron-ის დეფორსირებული ძრავით W16. ოთხი ტურბოკომპრესორის ნაცვლად, მასში დამონტაჟებულია ამძრავიანი საჭირხნები, ხოლო სიმძლავრე შეადგენს 800 ცხენის ძალას, ნაცვლად 1001-ისა. ახალი სედანის გადაცემათა კოლოფი რვასაფეხურიანი “ავტომატია“ და არა რობოტიზებული ტრანსმისი ორი გადაბმულობით. კომპანია Bugatti-ში სუპერსედანის სერიული გამოშვების შესახებ გადაწყვეტილების მიღებას ნახევარი წლის განმავლობაში გეგმავენ. ამ პერიოდში მანქანას მყიდველებს უჩვენებენ . თუ დაიწყება ავტომობილების სერიული გამოშვება, ისინი საავტომობილო წარმოებაში 2012-2013 წლებში გამოჩნდება. როგორც Bugatti Galibier 16C -ის წარმომადგენლები იუწყებიან, Bugatti-ის სედანს Bentley Mulsanne -სთან საერთო არაფერი აქვს. ავტომობილის ახალმა მოდელმა მდიდრული სედანი Arnage შეცვალა. შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, მისი გამოშვების მოცულობა 150 ეგზემპლარს არ გადააჭარბებს. |
|