|
15-01-2010, 14:26
კომპანია LG-მ მსოფლიოში ყველაზე თხელი თხევადკრისტალური ტელევიზორები წარმოადგინა, რომლებსაც FullHD აქვს, _ იუწყება Tom's Hardware. მათი ეკრანების დიაგონალია 42 და 47 დიუმი, კორპუსის სისქე - 5,9 მილიმეტრი. LG-ის ზეთხელი თხევადკრისტალური ტელევიზორების ეკრანების განახლების სიხშირე 120 ჰერცია. 42-დიუმიანი მოდელი 6.1 კილოგრამს იწონის, ხოლო 47-დიუმიანი - 7,3 კილოგრამს. მსოფლიოში ყველაზე თხელი Sony XEL-1-ის თერთმეტდიუმიანი ტელევიზორია. მისი სისქე სამი მილიმეტრია, მაგრამ იგი ორგანული შუქდიოდების ბაზაზეა (OLED) შექმნილი. დღეისათვის ყველაზე თხელი თხევადკრისტალური ტელევიზორი, რომელიც უკვე გამოდის სერიულად, არის Sony Bravia KDL-40ZX1. მისი კორპუსის სისქე 9,9 მილიმეტრია, წონა - 12,2 კილოგრამია, ეკრანის დიაგონალი - 40 დიუმი. ამას გარდა, 32-დიუმიანი თხევადკრისტალური ტელევიზორი, რომლის სისქეც რვა მილიმეტრს არ აღემატება, კომპანია Philips-მა წარმოადგინა. ამ ტელევიზორის სერიული გამოშვების გეგმებთან დაკავშირებით Philips-ის წარმომადგენლებს კომენტარი არ გაუკეთებიათ. |
|