|
18-06-2010, 16:03
კომპანია "მაიკროსოფტმა" სათამაშო კონსოლის Xbox 360-ის თხელი ვარიანტი გამოუშვა. დანადგარი აშშ-ის მაღაზიებში მალე გამოჩნდება.
როგორც კომპანიის მესვეურები აცხადებენ, Xbox 360-ის ახალი მოდელის კომპლექტაციაში შედის 250-გიგაბაიტიანი მყარი დისკი.
ამასთან, კონსოლს ერთვის ადაპტერი Wi-Fi, რაც იმას ნიშნავს, რომ გეიმერებს უკაბელო ქსელში ჩასართველად აღარ დასჭირდებათ დამატებითი აქსესუარების შეძენა.
აშშ-ში კონსოლის ახალი ვერსია 299 დოლარი ეღირება. |
|