|
18-06-2010, 15:51
კორპორაცია "მაიკროსოფტმა" Office 2010-ის პაკეტის საცალო ვაჭრობა დაიწყო. მყიდველთათვის საოფისე პროგრამების პაკეტი ხელმისაწვდომი იქნება 35 ათას მაღაზიასა და საიტზე Office.com.
"მაიკროსოფთმა" პარტნიორული ხელშეკრულება გააფორმა ისეთ წამყვან კომპიუტერულ ფირმებთან, როგორებიცაა: HP, Acer, Asus, Dell და Lenovo. შესაბამისად, მწარმოებლებს საშუალება ექნებათ, Office 2010 ახალ კომპიუტერებსა და ნოუთბუქებში დააყენონ.
მოსალოდნელია, რომ 2011 წლისთვის მსოფლიოში ახალი პაკეტის 100 მილიონი ერთეული გაიყიდება. მინიმალური კომპლექტაცია ვერსიებისა Home და Student, რომელშიც შედის პროგრამები Word, Excel, PowerPoint და OneNote, აშშ-ში 150 დოლარი ღირს, შედარებით სრული პაკეტი კი 500 დოლარს აღწევს.
ამ დროისთვის სხვადასხვა ენაზე Office 2010-ის 10 ვერსია არსებობს. კომპანიაში აცხადებენ, რომ ეს რიცხვი 94-მდე გაიზრდება. |
|