|
18-06-2010, 15:39
კომპანია "ტოშიბამ" რეკორდული მოცულობის ფლეშ-მეხსიერების მოდული წარმოადგინა. 128-გიგაბაიტიანი ჩიპის გამოყენება შესაძლებელი იქნება სმარტფონებზე, პლანშეტურ კომპიუტერებზე და სხვა პორტატულ აპარატებზე.
მოდულის სიგრძე-სიგანე 2,2 და 1.7 სანტიმეტრი, სისქე კი 1,4 მილიმეტრია. მისი სერიული წარმოება უკვე ამ წლის ბოლოდან დაიწყება და 2011 წლის დასაწყისიდან ბაზარზედაც გამოჩნდება.
რა ეღირება ახალი ჩიპი, ჯერჯერობით კომპანიაში ამის შესახებ არ განუცხადებიათ.
ახალი მოდული მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს მობილური აპარატების მეხსიერების მოცულობასაც. მაგალითისთვის, 128-გიგაბაიტიანი მეხსიერება 16-საათიანი HD-ვიდეოს 1080p ფორმატში გადაღების საშუალებას იძლევა. |
|